top of page

სააღდგომო ორცხობილა ფერადი მინანქრით

ესეც ძალიან მარტივი და გემრიელი სააღდგომო ფხვიერი ორცხობილები. მოამზადეთ ფერადი მინანქარი და მოხატეთ ეს ორცხობილები ბავშვებთან ერთად. ძალიან სახალისოა!

ცომისთვის დაგვჭირდება:

300 გ ფქვილი

100 გ სახამებელი

130 გ შაქარის პუდრა

2 კვერცხი და 1 კვერცხის გული

225 გ კარაქი

1 ჩ.კ. გამაფხვიერებელი

ვანილი

1 ლიმონის ცედრა

ნახევარი ლიმონის წვენი

დანის წვერზე-მუსკატი

მინანქრისთვის:

1 კვერცხი ცილა

100 გ შაქრის პუდრა

1 ჩ.კ. ლიმონის წვენი

საკვები საღებავები

ფქვილი, სახამებელი, შაქრის პუდრა, ვანილი, მუსკატი, გამაფხვიერებელი, ლიმონის წვენი და ცედრა. კარგად მოვურიოთ, შემდეგ დავუმატოთ კუბებად დაჭრილი ცივი კარაქი და კარგად ავსრისოთ ხელით. შემდეგ დავუმატოთ კვერცხის გულები და მოვზილოთ ცომი. დავაგორგოლოთ, გადავაკრათ პლასტიკი და შევდოთ მაცივარში ერთი 20-30 წუთით.

ამის შემდეგ გავაბრტყელოთ დაახლოებით 4-5 მმ სისქემდე, გამოვჭრათ სააღდგომო ფორმები და გამოვაცხოთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 10 წუთი.

გამომცხვარი ორცხობილა სრულად გავაციოთ და მოვხატოთ მინანქრით.

მინანქრის მოსამზადებლად კვერცხის ცილა და შაქრის პუდრა ავთქვიფოთ, მაგრამ არც თუ ისე ძლიერად, დავუმატოთ ლიმონის წვენი, კარგად მოვურიოთ, უნდა მივიღოთ თეთრი ფითქინა მასა. შემდეგ გავანაწილოთ ეს მასა პატარა პორციებად და შევღებოთ სხვადასხვა ფერებად.

მოვხატოთ ცივი ორცხობილები და დავტოვოთ გასაშრობად.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page