top of page

ქათამი შავი ქლიავის და ლეღვის ჩირით


დღეს კიდე ერთ ძალიან საინტერესო და გემრიელ ზამთრის კერძს მოვამზადებთ- შემწვარ ქათამს ჩირებით, სუნელებით და ცხვადასხვა ციტრუსის ცედრით შევკაზმავთ. მართლაც რომ უგემრიელესი იქნება.

დაგვჭირდება:

1 საშუალო ქათამი

1ლიმონი

1 ფორთოხალი

150 მლ პორტვეინი

1 ჩხირი დარიჩინი

2 ს.კ. ნუში

თითო მუჭა თეთრი ქიშმიში, შავი ქლიავის და ლეღვის ჩირი

1 ს.კ. ზეითუნის ზეთი

მარილი

წიწაკების მიქსი

გასუფთავებულ ქათამს მოვაყაროთ მარილი და წიწაკების მიქსი და შევწვათ ღუმელში.

შემდეგ ცოტა შევაგრილოთ და დავჭრათ პორციულ ნაჭრებად.

სქელძირიან ტაფაზე (ხოლო თუ თქვენ სამზარეულოში ტაჯინი მოგეპოვებათ, მთლად გადასარევი იქნება) გავახუროთ ზეთი, დავყაროთ ნუში, ლიმონის და ფრთოხლის ცედრა, ჩირები და ცოტა მოვთუშოთ. ნუში და ჩირები რომ გაოქროსფერდება, დავუმატოთ პორტვეინი, დარიჩინის ჩხირი და 150 მლ წყალი. ვთუშოთ ყველაფერი ერთად დაახლოებით 5-10 წუთი. სოუსი რომ გასქელდება, ჩავალგოთ ქათმის ხორცი, დავაფაროთ ტაჯინს თავსახური და ვთუშოთ ყველაფერი ერტად კიდე ერთი 10 წუთი, ან თუ ტაფაზე ვამზადებთ, შევდოთ 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში ერთი 10 წუთით.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page