top of page

მარიკა კეკელიძე

იურისტი, სამართალმცოდნე

ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი

უყვარს ზღვა, მზე, მოგზაურობა, ფოტოების გადაღება და თავისი არაჩვეულებრივი მეგობრები.

 

 

მანანა თევდორაძე

პროექტ-მენეჯერი

ჰყავს მეუღლე, ორი შვილი და ლაბრადორი  მაქსი

უყვარს კარგი წიგნები, მუსიკა და ხელოვნება

ადამიანებში ყველაზე მეტად იუმორის გრძნობას აფასებს.  

 

ამ გვერდის იდეა, ისევე როგოც ალბათ ბევრი სხვა გენიალური აზრი, სამზარეულოში, მეგობრებთან სადილის დროს დაიბადა. 

 

კულინარია ჩვენთვის უბრალოდ ყოველდღიური რუტინა არაა. ჩვენთვის ეს ძალიან სასიამოვნო და სახალისო შემოქმედებითი პროცესია, რომელიც მუდმივად სიახლის ძიების და ექსპერიმენტებისკენ გვიბიძგებს.

გაგვიჩნდა სურვილი სხვებსაც გავუზიაროთ  ჩვენი გამოცდილება და გავასინჯოთ ჩვენი კერძები. შედეგად ეს მარტივი და გემრიელი ბლოგი გაჩნდა.

 

რეცეპტები, რომელსაც გთავაზობთ, ჩვენი ბებიების, მშობლების, მეგობრებისგან გვერგო. ზოგიერთის ავტორი- ცნობილი შეფი, ზოგისაც ჩვენისთანა მოყვარული კულინარ-ბლოგერები გახლავთ.  მაგრამ ამ რეცეპტების  მშრალ კოპირებას ჩვენ არ ვახდენთ.  ყველა მათთაგანი ჩვენებურადაა ადაპტირებული, მომზადებული და დაგემოვნებული ჩვენი ოჯახის წევრების და მეგობრების მიერ.  

მოკლედ, ყველა ეს რეცეპტი დაუნდობლადაა გამოცდილი ცოცხალ ადამიანებზე  და გამოქვეყნებულია მხოლოდ მათი მოწონების შემდეგ.

 

თქვენი - ჩვენი მკითხველის აზრი,  ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. ამიტომ გთხოვთ,  მოგვწერეთ შენიშვნები და გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება.  ამასთან,  ნებისმიერ დროს შეგიძლიათ შემოგვიერთდეთ და სხვასაც გაუზიაროთ თქვენი კულინარიული საიდუმლოები. ამისთვის მოგვწერეთ შეტყობინება აქ,  ან ჩვენს ფეისბუქზე

 

თუ თქვენ ჩვენი ბლოგის დათვალიერების შემდეგ გაგიჩნდათ სურვილი რამე გემრიელი მოამზადოთ,  რამე ახალი კულინარიული ექსპერიმენტი ჩაატაროთ, ან  თუ ჩვენი გვერდის დათვალიერების შემდეგ,  ძალიან მოსაბეზრებელი შეკითხვა "დღეს რა მოვამზადო?" უპასუხოდ არ დარჩენილა,  ჩვენი მიზანი მიღწეულია!

To *

Email *

Subject

Message

Информация успешно отправлена!

Made by Manana and Marika with Love   
Search By Tags
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page