სუნელები და სანელებლები
პროვანსული სუნელების ნაკრები
Herbes de Provence
პროვანსული სუნელების ნაკრები გახლავთ გამშრალი და დაფქული პროვანსული მწვანილების არომატული ნაკრები.
ეს ნაკრები ფართოდ გამოიყენება მსოფლიო კულინარიაში. ის არაჩვეულებრივად ეხამება წვნიანებსა და ძირითად კერძებს, უხდება თავზსაც და ხორცსაც .
დასახელება წარმოიშვა ფრანფული პროვინცია პროვანსიდან, რომელიც ცნობილია თავისი არომატული მწვანილებით და კერძებით.
ამ ნაკრების შემდგენლობა ხშირად დამოკიდებულია ავტორის გემოვნებასა და უპირატესობებზე, მაგრამ ძირითადი და აუცილებელი კომპონენტები შემდეგია: როზმარინი, ბაზილიკი, ბეგქონდარა, ქონდარი, პიტნა, ორეგანო, სალბი და მაიორანი.
ეს სუნელები არაჩვეულებრივად ეხამება და ავსებს ერთმანეთს გემოვნური თვისებებით და არომატით.
რას ელ ჰანუტი
Ras el Hanout
აღმოსავლურ სამზარეულოში ძალიან პოპულარულია სპეციების ნაკრები რას ელ ჰანუტი (ras el hanout). ამ ნაკრების მცირე დოზაც კი კერძის განუმეორებელი აღმოსავლური გემოებით და არომატებით ავსებს. რას ელ ჰანუტის მრავალი ვარიაცია არსებობს, ჩვენ ერთ-ერთს გთავაზობთ:
1 ჩ.კ. ხმელი ქინძი, 1 ჩ.კ. ძირა,1 ს.კ. ჯინჯერი, 1 ჩ.კ. კურკუმა, 1 ჩ.კ. მუსკატი, 1 ჩხირი დარიჩინი, 8 ბუტონი მიხაკი, 8 კარდამონის თესლი, 15 მუხუდო შავი წიწაკა, 8 მუხუდო სურნელოვანი წიწაკა, 0, 5 ჩ.კ. წიწაკა ჩილი, 5 დაფნის ფოთოლი, 4 გამხმარი ვარდის ბუტონი.
ყველა ეს სუნელი ერთად უნდა დავფქვათ, შემდეგ კი შევინახოთ შუშის ან თიხის ქილაში, რომელსაც მჭიდროდ ეფარება თავსახური.
ბუკე გარნი
Bouquet Garni
კლასიკური ფრანგული სურნელოვანი მცენარეების ნაკრები- ბუკე გარნი- ეს არის დაფნის ფოთოლი, 1 ღერი ბეგქონდარა და 3 ღერი ოხრახუში. მწვანილს კრავენ კულინარიული ძაფით ან მარლის პატარა ტომარაშ დებენ. ამ ნაკრებს დებენ ბულიონში არომატის მისაღებად რამოდენიმე წუთით.
კლასიკურ ნაკრებს ხშირად ემატება სხვა მრავალი მწვანილი, მათ შორის შესაძლოა იყოს ნიახურის ძირები,ნიორი, პრასი, სტაფილო და სხვა. ყველაფერი დამოკიდებულია კერძზე და მის ავტორზე.
კერძიდან მომზადების შემდეგ ბუკე გარნის აუცილებლად იღებენ ქვაბიდან.
ბეგქონდარა
Thymus
შესანიშნავი თაფლოვანი მცენარეა, ამიტომ მის გარშემო ყოველთვის ბევრი პეპელა და ფუტკარია. ეს გარემოება შეუმჩნეველი არ დარჩენიათ ძველ ბერძნებს. მთა ქიმეტორი ბერძნებში ცნობილი იყო შესანიშნავი მარმარილოთი და თაფლით. თაფლისთვის მტვერს ფუტკრები ბეგქონდარაზე აგროვებდნენ.
ხმელიც და ცოცხალიც ფართოდ გამოიყენება კულინარიაში. უხდება როგორც ხორცის, ასევე ბოსტნეულის კერძებს
შაფრანი
Crocus
ეს მსოფლიოში უძვირესი სანელებელი კროკუსის ყვავილისგან მიიღება. გამოიყენება როგორც დესერტებში, ისე სხვა კერძებშიც. კერძს არაჩვეულებრივ ფერს და განუმეორებელ არომატს აძლევს.
შაფრანი ხშირად ერევათ იმერულ ზაფრანაში
ზაფრანა
ქართული სამზარეულოს უმნიშვნელოვანესი ატრიბუტი. კერძს არაჩვეულებრივ ყვითელ ფერს და არომატს ანიჭებს. განსაკუთრებით აქტიურად გამოიყენება იმერულ და მეგრულ სამზარეულოში.