top of page

პური ქიშმიშით და ნიგვზით


ასეთ პურს თხელ ფენა კარაქს თუ გადაუსვავთ, შესანიშნავი საუმზე გექნებათ.

დაგვჭირდება:

330 მლ რძე

20 გ კარაქი

2 ჩ.კ. მარილი

3 ს.კ. შაქარი

520 გ ფქვილი

8 გ მშრალი საფუარი

75 გ ქიშმიში

50 გ ნიგოზი

ფქვილი, საფუარი, მარილი და შაქარი კარგად შევურიოთ, შემდეგ ნელ-ნელა დავუმატოთ თბილი რძე და გამლღვალი კარაქი და კარგად მოვზილოთ ცომი. გადავაფაროთ ჩაის ტილოან პლასტიკი და გადავდოთ თბილ ადგილას ამოსაფუებლად.

1,5-2 საათში დავამოტოთ კარგად გარეცხილი ქიშმიში და დანაწევრებული, ოდნავ მოხალული ნიგოზი. მოვზილოთ კიდე და ისევ გადავდორტ ერთი საათით.

ამის შემდეგ, მივცეთ პურის ფორმა ან მოვათავსოთ ფორმაში და შევდოთ 160 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 1 საათით.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page