მთვრალი ალუბალი
დაგვჭირდება:
6 კვერცხი
2კვერცხის გული
150გ შაქარი
150 გ ფქვილი
30 გ (2 თავიანი სუფრის კოვზი) კაკაო
შიგთავსი:
400გ უკურკო ალუბალი
100 გ შესქელებული რძე
100 გ კარაქი
150გ შავი შოკოლადი
100 მლ ალუბლის ლიქიორი
შოკოლადის მინანქარი:
50გ თაფლი
200 გ შავი შოკოლადი
250 მლ 30-35% ნაღები
30 გ კარაქი
100 გ დაჭრილი და მოხალილი პეკანი
კვერცხი, კვერცხის გულები და შაქარი კარგად ავთქვიფოთ მიქსერით.
ფქვილი და კაკაო შევურიოთ ერთმანეთს, შემდეგ ფრთხილად შევურიოთ კვერცხის მასას.
ვაცხობთ დაახლოებით 30-35 წუთი 165 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში საცხობ ფორმაში (22სმ), რომელსაც ცავუფენთ საცხობ ქაღალდს.
ბისკვიტი სანამ ცივდება, მოვამზადოთ შიგთავსი: კარაქი, შექელებული რძე, შავი შკოლადი და ლიქირი მოვათავსოთ ერთად და დავდგათ ორთქლზე ან მიკროტალღირ ღუმელში, ყველაფერი რომ გალღვეს და კარგად შეერიოს ერთმანეთს.
გაციებულ ბისკვიტს მოვაჭრათ ზედა ფენა (დაახლეობთ 1 სმ), ბისკვიტი მოვათავსოთ საცხობ ფორმაში და ამოვღრუტნოთ შიგნიდან ცომი. გვერდებზე დავტოვოთ დაახლოებით 1 სმ სისქე. უნდა მივიღოთ ერთგვარი კალათი შიგთავსისთვის. ამოღებული გული ცალკე ჯამში მოვათავსოთ.
ამასობაშ, შიგთავსი კარგად გალღვება, მოვურით კოვზით ან სილიკონის ნიჩბით და შევურიოთ ალუბალი თავის წვენიანად. შემდეგ დავუმატოთ ამ მასას ამორებული დაფშვნილი გული, კარაგდ მოვურიოთ და მოვათავსოთ ისევ ჩვენ ბისკვიტში. ზევიდან დავაფაროთ მოჭრილი ზედა ფენა და შევდოთ ცვენი ტორი მაცივარში მინიმუმ 5-6 საათით, კიდე უმჯობესია-მტე;ი ღამით.
მეორე დილას მოვამზადოთ შოკოლადის მინანქარი: ამისშთვის შევურიოთ შავი შოკოლადი, თაფლი, ნაღები და კარაქი ერთმანეთს, მოვათავსოთ ეს ყველაფერი რთქლზე და ვურიოთ, სანამ ყველა ინგრედიენტი არ გახდება ერთგვაროვანი. შემდეგ გადმოვდგათ ჩვენი მინაქარი ცეცხლიდან და შევურიოთ დაჭრილი, მოხალული პეკანი.
მოვახათ მინანქარი ალუბლის ტორტს და შევდოთ ერთი 15-20 წუთით მაცივარში მინანქრის გაციებმადე. ზევიდან შეგიძლიათ მორთოთ ალუბლით, ან მოაყაროთ კაკაო.
გემრიელად მიირთვით!
Commentaires