top of page

ლიმონის და მოცვის ფუნთუშები


დაგვჭრდება:

150 მლ წყალი

250 მლ რძე

200 გ შაქარი

100 გ კარაქი

2 კვერცხი

1 ჩ.კ. მარილი

600 გ ფქვილი

2 ჩ.კ. საფუარი

ლიმონის კრემისთის დაგვჭირდება:

2 კვერცხი

100 გ შაქარი

2 ლიმონი

30 გ კარაქი

ვანილი

200 გ მოცვი

მინანქრისთვის:

100 გ შაქრის პუდრა

150 გ კრემჩიზი

1 ჩ.კ. ლიმონის წვენი

თბილ წყალსა და რძეში გავხსნათ საფუარი, დავუმატოთ მარილი, 2 ს.კ. შაქარი და ნახევარი ჭიქა ფქვილი. მოვურიოთ და დავტოვოთ ერთი 20 წუთი თბილ ადგილას ამოსაფუებლად.

როცა საფიარი ამუშავდება, დავამატოთ დანარჩენი ფქვილი, შაქარი, ათქვეფილი კვერცხი და მოვზილოთ ცომი. გადავაფაროთ პლასტიკი და დავტოვოთ 2-3 საათით ამოსაფუებლად.

ამასობაში მოვამზადოთ ლიმონის კრემი:

კარგად გარეცხილ ლიმონს გავაცალოთ ცედრა და გამოვწუროთ წვენი. დავუმატოთ ცედრას და წვენს შაქარი და კარგად მოვურიოთ.

კვერცხი ავთქვიფოთ და დავუმატოთ ლიმნის მასას. კარგად ავთქვიფოთ, შემდეგ გადავწუროთ თხელ საცერში , დავუმატოთ კარაქი, ვანილი და დავდგათ დაბალ ცეცხლზე. ვხარშოთ მანამ, სანამ არ გასქელდება, თან გამუდმებით ვურიოთ.

სანამ კრემი გრილდება, ამსულ ცომს შევურიოთ დარბილებული კარაქი, კიდე მოვზილოთ და კიდე 2-3 საათით დავტვოთ.

ცომი ზომაში ორჯერ მაინც გაიზრდება. გავაბრტყელოთ 0,5- 0,7სმ სისქემდე, გადავუსვათ ლიმონის კრემი, გავანაწილოთ გარეცხილი და გამშრალი მოცვი და გადავახვიოთ რულეტივით.

დავჭრათ ბასრი დანით ჩვენი რულეტი 1,5-2 სმ სისქქის რგოლებად, გადმოვაბრუნოთ და დავალაგოთ როგორც დარიჩინის სინაბონები საცხობ ფორმაზე. გადავაფაროთ ჩაის ტილო და დავტოვოთ კიდე ერთი 20 წუთით ამოსაფუებლად.

ამის შემდეგ, შევდოთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში და გამოვაცხოთ 15-20 წუთი.

შაქრის პუდრა, ლიმონის წვენი და კრემჩიზი შევურიოთ ერთმანეთს და მოვასხათ გაგრილებულ ლიმონის და მოცვის ფუნშუშებს.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page