კლასიკური თეთრი პური
დაგვჭირდება:
დაახლოებით 3-3,5 ჭიქა ფქვილი 1,5 ჩაის კოვზი მარილი
1,5 ჩაის კოვზი შაქარი 1,5 ჩაის კოვზი საფუარი
1 სუფრის კოვზი ზეთი 1,5 ჭიქა ოთახის ტემპერატურის წყალი
შევურიოთ ფქვილი, მარილი და საფუარი დავუმატოთ ნელ-ნელა წყალი, მოვურიოთ ხის კოვზით, გადავაკრათ პლასტიკი და დავტოვოთ ასე 24 საათი ოთახის ტემპერატურაზე.
მეორე დღეს ამოფუებული ცომი ოდნავ ჩავზოლთ, მივცეთ პურის ფორმა, მოვათავსოთ თავსახურიან საცხობ ფორმაში და დავტოვოთ კიდე ერთი 20 წუთით, ცოტა კიდე ამოფუვდეს. შემდეგ დავსეროთ ზევიდან ძალიან ბასრი დანით, დავახუროთ თავსახური და გამოვაცხოთ 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით ნახევარი საათი, ბოლოს კი მოვხადოთ თავსახური და კიდე ერთი 20 წუთი ვაცხოთ, კარგად რომ დაიბრაწოს.
გემრიელად მიირთვით!