ბასმატი
იგივე ტაილანდური ბრინჯი
აქვს მკაფიოდ გამოხატული თხილის გემო, ნაზი ტექსტურა და განუმეორებელი აღმოსავლური არომატი.
ეს ელიტური, ყველაზე ძვირადღირებული ბრინჯის სახეობა გახლავთ.. მისი მარცვლები ყველაზე გრძელია.
ბასმატი იდეალურია არომატული თევზის და ხორცის კერძებისთვის
ტაილანდური ბრინჯის კიდე ერთი ღირსება ის გახლავთ, რომ მის მარცვლებს ჯერ ორთქლავენ და მხოლოდ ამის შემდეგ მსუბუქად ამუშავებენ , რის გამოც ის უნარჩუნებს ვიტამინების უმეტეს ნაწილს.
ჟასმინი
იგივე აზიური ბრინჯი
ისევე, როგორც ბასმატი, თეთრ, გრძელ ბრინჯს მიეკუთვნება. მას აქვს საიამოვნო გემო და საოცარი ნაზი რძისმაგვარი არომატი, რომელიც წააგავს ჟასმინს. მას ფანტია სტრუქტურა აქვს და გამოიყენება სალათებში, გარნირებში და დესერტებში.
ასევე არაჩვეულებრივია აზიური და ეკზოტიკური კერძების მოსამზადებლად.
ბასმატისთან შედარებით, ჟასმინი უფრო არომატული, ნოტიო და წებოვანია. მაგრამ მისი მარცვლები ხარშვის დროს არ იშლება და არ კარგავს თავის ტექსტურას.
ველური ბრინჯი
ველურ ბრინჯს აქვს მსუბუქი თხილის არომატი და მოტკბო გემო. ის მდიდარია B-ჯგუფის ვიტამინებით, ფოლის მჟავით და მინერალებით- მაგნიუმით, კალიუმით, ცინკით, ფოსფორით, მარგანეცით, სპილენძით. ასევე ძალიან მდიდარია ცილით. ველური ბრინჯი დაბალკალორიული, დაბალანსებული, ნოყიერი პროდუქტია. ის ამცირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში, ახდენს დადებით ეფექტს ნერვიულ სისტემაზე.
ველური ბრინჯი დაახლოებით 30-40 წუთი იხარშება. კერძებში მას როგორც წესი, სხვა სახის ბრინჯს ურევენ ხოლმე.
არბორიო
იგივე კარნაროლი ან ვიალონე
ნახევრად გამჭვირვალე, საშუალო ზომის მარცვლებით, იტალიური ბრინჟი არბორიო იდეალურია რიზოტოსა და წვნიანებისთბისთვის.
ხარშვის დროს ეს ბრინჯი კრემისებრ ტექსტურას იძენს.
ამ სახეობას ჰგავს ესპანური ბრინჯი პაელია, რომელიც იდეალურია სწორედ კლასიკური ესპანური პაელიას მოსამზადებლად.
წითელი ბრინჯი
ეს ტაილანდური ბრინჯის სორტი გამორჩელია ძლიერი თხილის არომატით და უჯრედისის რეკორდული რაოდენობით.
წითელი ბრინჯისგან ამხზადებენ ცნობილ უზბეკურ ფლავს.
ფუშიგონი
იაპონური ბრინჯი
მოკლე მრგვალი პრემიუმ კლასის ბრინჯი, რომელსაც იაპონელები სამურაების ბრინჯს უწოდებენ.
ეს ბრინჯი ასევე შეიცავს ბევრ ვიტამინს და მინერალს და, რაც მთავარია, ხარშვის შემდეგაც ინარჩუნებს ყველა სასარგებლო თისებას.
იაპონური ბრინჯი კარგად ინარჩუნებს ფორმას, ხდება წებოვანი და იდეალურად გამოდგება იაპონურ სამზარეულოში სუშის, როლების და საშიმის მოსამზადებლად. ასევე, მას გამოიყენებენ როგორც გარნირს ვოკში მომზადებული ბოსტნეულის, ხორცის თუ თევზის კერძებისთვის.