მუმი-ტროლების საყვარელი კენკრას მაჭკატები
გამოტყდით, რომელი თვენგანი მეგობრობდა ბავშობაში მუმი-ტროლებთან?
ზაფხულის მშვენიერ დილას მუმი-ტროლი და სნიფი ახალ თავგადასავლებს გეგმავენ, მუმი-მამა მემუარებს წერს, მუმი- დედა კი ქურასთან დგება და მაჭკატების ცხობას იწყებს. სწორედ ასე უნდა იწყებოდეს კარგი დღე!
მაჭკატების ცხობა ჩემ ყველაზე საყვარელ გმირმა, რომანტიულ ფილოსოფოსმა სნუსმუმრიკმაც იცოდა. ის ყვებოდა მსოფლიოში ყველაზე საოცარი თავგადასავლების ამბებს ყვებოდა, ტუჩის ჰარმონიკაზე ლამაზ ძველებურ სიმღერებს უკრავდა, ლექსებს წერდა და შესანიშნავ კენკრიან მაჭკატებს აცხობდა.
ჩვენ მოვახერხეთ მისი რეცეპტის მოვიპოვება და, რა თქმა უნდა, თქვენ, ჩვენ ერთგულ მკითხველს სიამოვნებით გიზიარებთ!
დაგვჭირდება:
250 მლ კეფირი
1 კვერცხი
75 გ შაქარი
150 გ ფქვილი
3/4 ჩ.კ. სოდა
1 ჩ.კ. ლიმონის წვენი
მწიკვი მარილი
ვანილი
100-200 გ კენკარა
კვერცხი და შაქარი ავთქვიფოთ და დავამატოთ კეფირი, ვანილი, მწიკვი მარილი. სოდა გავხსნათ ლიმონის წვენში, დავუმატოთ ფქვილთან ერთად ათქვეფილ მასას. ყველაფერი კარგად შევურიოთ ერთმანეთს. შევურიოთ გამშრაებული კენკრა.
გახურებულ ტაფაზე მოვასხათ ცოტაოდენი ზეთი და დავასხათ კოვზით მაჭკატების მასა. გამოვაცხოთ ორივე მხრიდან მზადყოფნამდე.
მაჭკატებს ზევიდან კიდე ცოტა კენკრა მოვაყაროთ.
გემრიელად მიირთვით!