top of page

კრაფინი


კრაფინი- მაფინის და კრუასანის გიბრიდი, რამდნეიმე წლის წინ, ავსტრალიაში, მელბურნში კეიტ რეიდმა შექმნა. ეს დესერტი საოცრად პოპულარული გახდა, მალე მან ადაპტაცია განიცადა და სააღდგომო პასკის ნაირსახეობად იქცა. დღეს ჩვენ ამ მარტივი და გემრიელი დესერტის ერთ-ერთ საუკეთესო რეცეპტს გთავაზობთ:

დაგვჭირდება:

300 მლ რძე

150 გ შაქარი

2 კვერცხი

200 გ დარბილებული კარაქი

650 გ ფქვილი

1 ჩ.კ. მშრალი საფუარი

მწიკვი მარილი

შიგთავსისთვის:

200 გ მუქი ქიშმიში

100 გ შტოშის ჩირი

100 გ ნუშის ფანტელი

50 მლ რომი ან კონიაკი

1 ფორთოხლის ცედრა

პირველ რიგში რომში ჩავალბოთ ქიშმიში, შტოში და დავამატოთ ფორთოხლის ცედრა.

ცალკე თბილ რძეში დავამატოთ 2 ს.კ. შაქარი, შემდეგ 100-150 გ ფქვილი და საფუარი. კარგად გავხსნათ და დავტოვოთ 20 წუთით ამოსაფუებლად.

კვერცხი, დანარჩენი შაქარი და მარილი ავთქვიფოთ მსუბუქად, შევურიოთ ამოფუებული მასა, შემდეგ დავამატოთ დანარჩენი ფქვილი და დარბილებული კარაქი. მოვზილოთ ცომი და დავტოვოთ ერთი-ორი საათით ამოსაფუებლად.

ამის შემდეგ ცომი გავყოთ სამ თანაბარ ნაწილად, გავაბრტყელოთ დაახლოებით 3 მმ სისქემდე, გადავუსვათ დარბილებული კარაქი, მოვაყაროთ ქიშმიში და შტოში, ნუშს ფანტელი და გადავახვიოთ რუეტივით. შემდეგ გავჭრათ სიგრძეზე და დავიწყოთ სპირალურად დახვევა.

მოვათავსოთ ჩვენი ქაღალდის კრაფინები ფორმებში და დავტოვოთ კიდე ერთი 30 წუთით ამოსაფუებლად, შემდეგ კი გამოვაცხოთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 40 წუთი.

გაგრილებულ კრაფინებს მოვაყაროთ შაქრის პუდრა.

ქრისტე აღდგა!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page