top of page

ხილი და ბოსტნეული

სატაცური

Asparagus

სატაცური რებობს სამი ფერის-თეთრი, მწვანე და იასამნისფერი. თეთრი სატაცირი ყველაზე ნაზი, ძვირი და დელიკატესურია, მწვანე ყველაზე მეტად გავრცელებული, ხოლო იასამნისფერი სატაცური იშვიათობაა, ის თავისებური გემოთი გამოირჩევა და იშვიათად გამოიყენება.

სატაცური არის ძალიან სასარგებლო, მისი მომზადება რთული არაა, მთავარია სწორად მოიხარშოს და არ გადაიხარშოს. ის ნებისმიერ კერძს საინტერესოდ გახდის , არაჩვეულებრივი გარნირია ხორცთან. იდეალურად უხდება ლიმნის წვენი და კარაქისსოუსები.

შტოში

Cranberry

შტოში საოცარი კენკრაა. ის ბუნებრივ ანტიბიოტიკად მიიჩნევა, მდიდარია ანტიოქსიდანტებით, გარდა ამისა, მასში უხვადაა ასკორბინის მჟავა - C ვიტამინი. ამ კენკრის უნიკალური უნარი - შეაჩეროს ორგანიზმის დაბერების პროცესი. 
შტოშს მთელი წლის განმავლობაში მიირთმევენ: ცეცხლოვანი ფერის კენკრა და მისი სასარგებლო თვისებები თოვლის საფარქვეშ გაზაფხულამდე ძლებს.  
 

 

კაპერსი

ლათ.  capparis

კაპერსი ეკლიანი ბუჩქის, Capparis spinosa-ს ნაყოფია. კულინარიაში გამოიყენება კაპერსის კოკრები მარინადის სახით. ჰგავს ქართულ ჯონჯოლს. 

კაპერსი, რუკოლა და ზეთის ხილთან ერთად კლასიკური ხმელთაშუა ზღვის სამზარეულოს წარმომადგენელია.

კაპერსს უმატებენ სალათის დრესინგებში; ის უხდება ხორცს და თევზს. კერძებს განსაკუთრებულ პიკანტურობას ანიჭებს

ჯანჯაფილი

იგივე კოჭა, ჯინჯერი

 Zīngiber officināle

ჯინჯერის ფესვი გამოიყენება როგორც ახალი, ასევე სუნელის სახით.

გამოყენების არეალი ძაან ფართო აქვს: უხდება როგორც სასმელებს, დესერტებს, ასევე ხორცს, წვნიან კერძებს და სახვადასხვა სოუსებს.

Please reload

Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page