ხაჭოს შტოლენი
დაგვჭირდება:
250 გ კარაქი
250 გ შაქარი
2 კვერცხი
250 გ ნაზი ხაჭო ან ნადუღი
ვანილი
1 ლიმონის ცედრა და წვენი
ლიმონის წვენშ გახსნილი სოდა
550-600 გ ფქვილი 75 გ ნუში
75 გ თხილი ან პეკანი
150 გ ცუკატი (შტოში, ალუბალი, ციტრუსი) 200 გ მუი ქიშმიში
2 ს.კ. რომი ან კონიაკი
ცალკე:
100 გ კარაქი და 100 გ შაქრის პუდრა ზევიდან მოსაყრელა
ცუკტები და ქიშმიში ალკოჰოლში ჩავალბოთ მთელი ღამით.
მეორე დღეს რბილი კარაი დ აშაქარი ავთვიფოთ, დავუმატოთ კვერცხი, ხაჭო, ლიმონის ცედრა და წვენი, მასში გახსნილი სოდით, ვანილი. შემდეგ გავცხრათ ფქვილი და ფრთხილად გადავურიოთ. ბოლოს დავუმატოთ დანაწვერებული თხილეული (შეგიძლიათ ოდნავ მოხალოთ), ცუკატები და ქიშმიში.
ცომი გავყოთ ორ ან სამ ნაწილად (გააჩნია რამხელა შტოლენი გინდათ რომ გამოვიდეს). მივცეთ ფორმა და შებდოთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში გამოსცხობათ დაახლოებით 45 წუთით.
გამომცხვარი ცხელი შტოლენი მოვათავსოთ ფოლგაზე, გადავუსვათ გამდნარი კარაქი და მოვაყაროთ უხვად შაქრის პუდრა. კარგად გადავახვიოთ ფოლგში, ცავდოთ კოლოფში და შევინხოთ გრილ ადგილას 1-2 დღით.
ხაჭოს შტოლენი 2-3 კვიტა არ ინახება. ის უმჯობესია მეორე ან მესამე დღეს გაიჭრას.
ბედნიერ შობას გისურვებთ!
Comments