ფრანგული თეთრი პური
დაგვჭირდება:
850 გ უმაღლესი ხარისხის ფქვილი, 30 გ შაქარი, 10 გ მარილი, 6 გ საფუარი 35 მლ ზეთი, 500 მლ წყალი.
ფქვილი, შაქარი, მარილი და საფუარი კარგად შევურიოთ, ნელ-ნელა დავუმატოთ ოთახის ტემპერატურის წყალი და ზეთი, მოვზილოთ ცომი და გადავდოთ ერთი -ორი საათით თბილ ადგილას ამოსაფუებლად.
ამის შემდეგ ოდნავ ჩავზილოთ, მივცეთ პურის ფორმა და დავტოვოთ ერთი 20 წუთით,ნახევარი საათით.
შემდეგ დავსეროთ ბასრი დანით და ვაცხოთ 160 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 40 წუთი, შემდეგ კი კიდე ერთი 20 წუთი 200 გრადუსზე,კანი რომ დაებრაწოს.
გემრიელად მიირთვით!