top of page

Fricassée de Poulet- ქათმის ფრიკასე


ფრიკასე- (რფანგულად fricassée , fricasser- შებრაწვა, მოთუშვა) — ფრანგული სამზარეულოს კერძია, ერთგვარი ხორცის რაგუ თეთრ სოუსში. ფრიკასეს, როგორც წესი, ამზადებან ქათმის, ხბოს ან კურდღლის ხორცისგან. ხშირად ფრიკასეს სოუსში ამატებენ შამპინიონებს, ბარდას ან სატაცურს.

დრეს ჩვენ მოვამზადოთ ქათმის ფილე ნაღებით და სოკოთი.

დაგვჭირდება: 500 გრ ქათმის ფილე 400 გრ შამპინიონი 1-2 თავი ხახვი 250 მლ მაღალცხიმიანი ნაღები მარილი, შავი წიწაკა 3 ს.კ. ზეითუნის (ან სიმინდის) ზეთი ქათმის ფილეს მოაყარეთ მარილი და წიწაკა. ტაფა კარგად გაახურეთ საშუალო ცეცხლზე, მოასხით ზეთი და მობრაწეთ ქათამი ორივე მხრიდან. შემდეგ გადმოიღეთ დაფაზე, გააგრილეთ და დაჭერით მომცრო ნაჭრებად. იმავე ტაფაშე მოთუშეთ დაჭრილი ხახვი დაახლოებით 3 წუთი. პერიოდულად მოურიეთ. შემდეგ დაუმატეთ სოკო და მოთუშეთ კიდე დაახლოებით 10 წუთი. დაამატეთ ქათმის ფილე, ნაღები, მარილი, წიწაკა, მიიყვანეთ ადუღებამდე, დაუწიეთ ცეცხლს და თუშეთ კიდე 3 წუთი. გამორთეთ ქურა, სურვილისამებრ, შეგიძლიათ მოაყაროთ 100 გრ. გახეხილი ყველი (მოუხდება ნებისმიერი მაგარი ყველი-პარმეზანი, შებოლილი სულგუნი). დააფარეთ თავსახური და 1-2 წუთში თქვენი კერძი მზადაა. გარნირად შეგიძლიათ მოამზადოთ შემწვარი კარტოფილი ან ბრინჯი.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page