top of page

კრუასანი


ყველაზე ფრანგული, ყველაზე გემრიელი, ყველაზე, ყველაზე... დღეს კრუასანის მომზადება ვცადოთ. ვერ მოგატყიებთ, ეს არც თუ ისე მარტივია. კრუასანი მზადდება ფენოვანი საფუარის ცომისგან და საკმაოდ ბევრ დროს და მოთმინებას მოითხოვს, მაგრამ თუ მოინდომებთ, აუცილებალად გამოგივათ!

ისე, ამ ძალიან ფრანგულ ფუნთუშას ავსტრიული წარმომავლობა რომ აქვს თუ იცოდით? 1683 წელს თურქებმა ქალაქი ვენას აღება სცადეს, მაგრამ ავსტრიელმა მეფუნთუშეებმა,რომელებიც ღამე ცომსამზადებდენ, ხმაური გაიგეს, მტრის გეგმების შესახებ შეიტყვეს და გადაარჩინეს თავიანთი ქალაქი.

ამ ამბის აღსანნიშნავად მათ გამოაცხეს ფუნთუშა, რომელსაც ნახევარმთვარეს ფორმა მისცეს, რაც ისლამის მთავარ სიმბოლოს აშარჟებდა. ხოლო საფრანგეთში კრუასანები მარია-ანტუანეტას ჩამოყვა ავსტრიიდან. ფრანგმა კონდიტერებმა კი მათი რეცეპტურა თავისებურად გააუმჯპბესეს და გემო და ფაქტურა სრულყოფილებამდე მიიყვანეს,ასე რომ ის,რასაც ჩვენ დღეს კრუასანს ვუწოდებთ,ნამდვილად ფრანგული ნაწარმია.

დაგვჭირდება: 350 მლ რძე 350 გრ კარაქი 60 გრ შაქარი 15 გრ საფუარი 500 გრ ფქვილი მწიკვი მარილი

თბილ რძეში გავხსნათ საფუარი, დავუმატოთ შაქარი, მარილი, ნახევარი ულუფა ფქვილი და კარგად ავურიოთ. დავდოთ დაახლოებით 20 წუთით ასაფუებლად. შემდეგ დავუმატოთ დანარჩენი ფქვილი და მოვზილოთ ცომი. ცომმა უნდა დაისვენოს და ამისთვის გადავაფაროთ ცელოფანი და1 საათით შევდოთ მაცივარში. შემდეგ გავაბრტყელოთ დაახლოებით 1 სმ სისქეზე და მთელ სიბრტყეზე გადავუსვათ დარბილებული კარაქი. დავკეცოთ ცომი კონვერტივით და ისევ შევდოთ მაცივარში დაახლოებით 1 საათით.

შემდეგ ისევ გამოვიღოთ, გავაბრტყელოთ, დავკეცოთ კონვერტივით და კიდე 3-4 საათით შევდოთ მაცივარში.გავიმეოროთ ეს პროცედურა კიდე ერთხელ. შეგიძლიათ ბოლოს ცომი დატოვოთ მაცივარში მთელი ღამით და დილას, უკვე გამზადებული ცომისგან, საუზმისთვის დააცხოთ კრუასანები.

ცომი გავაბრტყელოთ, დავჭრათ სამკუთხედებად და გავახვიოთ კრუასანები.

დავალაგოთ ისინი საცხობ სინზე ისე, რომ მათ შორის კარგი მანძლი დარჩეს-კრუასანები მინიმუმ ორჯერ გაიზრდებიან ზომაში. გადავაფაროთ მათ ჩაის ტილო და დავტოვოთ ასეთ მდგომარეობაშ დაახლოებით 40 წუთი-1 საათი, სანამ ამოფუვდება. შემდეგ გადავუსვათ რძესთან ერთად გათქვეფილი კვერცხის გული (1 ს.კ. რძე, 1 გული) და გამოვაცხოთ 200 გრადუსამდე გახურებულ ღომელში 20-25 წუთის განმავლობაში. Bon Appétit!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page