top of page

სპაგეტი კარბონარა

ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და გემრიელი პასტა- სპაგეტი კარბონარა ზუსტად 20 წუთში მზადდება. ძალინა ნოყიერი და გემრიელია, ასე რომ შესაძლოა სადილიც იყოს და ვახშამიც.

კლასიკური ვარიანტს მე დღეს შამპინიონით გავამდიდრებ. თქვენ შეგიძლიათ ეს ინგრედიენტი რეცეპტიდან უბრალოდ ამოიღოთ, თუმცა, მე მაინც გირჩევდით სწორედ ეს ვარიანტი გასინჯოთ.

4 ულუფის მოსამზადებლად დაგვჭირდება:

500 გრ სპაგეტი

50 გრ კარაქი

3 კბილი ნიორი

1 კარგი თავი წითელი ხახვი

100 გრ ბეკონი

250 გრ შამპინიონი

350 მლ საშუალო ცხიმიანობის ნაღები

3-4 კვერცხი

მარილი, წიწაკების მიქსი

ავადუღოთ წყალი და მოვხარშოთ სპაგეტი ალ დენტე.

სანამ პასტა იხარშება, მოვამზადოთ სოუსი-კარბონარა: ამისათვის, კარაქშ შევბრაწოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, დავუმატოთ სოკო და ბეკონი. დანით გავსრისოთ ნიორი და ისიც ჩავაგდოთ ტაფაში. როცა ბეკონი შეიბრაწება და ნივრის არომატს ვიგრძნობთ, ნიორი ამოვიღოთ ტაფიდან და გადავაგდოთ. ცეცხლი გამოვრთოთ.

ცალკე ჯამში ავთქვიფოთ კვერცხი, დავუმატოთ ნაღები, გახეხილი პარმეზანი, მარილი და წიწაკა გემოვნებით. ყველაფერი ერთად კარგად გავთქვიფოთ.

მოხარშული სპაგეტი გადავწუროთ, დავუმატოთ ბეკონის მასას, დავდგათ დაბალ ცეცხლზე და კარგად მოვურიოთ. მოვასხათ კვერცხის მასა, ერთხელ ამოვურიოთ და მაშნვე გადავდოთ პორციულ თეფშებზე.

გამზადებულ სპაგეტის მოვაყაროთ ცოტაოდენი პარმეზანი- დაიმახსოვრეთ, იტალიურ სამზარეულოში ზედმეტი პარმეზანი არ არსებობს! ასევე, შეგიძლიათ მოაყაროთ ცოტაოდენი დაჭრილი ახალი ოხრახუში ან ბაზილიკი. მოაყარეთ ახალი დაფქვილი შავი წიწაკა და გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page