top of page

კარტოფილის ღვეზელი


ჩემ ბებიას საოცარი კულინარული ნიჭი და სრულიად განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა ცომთან. ის არაჩვეულებრივ ნამცხვრებს და ღვეზელებს ამზადებდა.

ჰოდა დღეს გიზიარებთ რეცეპტს, რომლითაც ჩემი ბებია ამზადებდა მსოფლიოში ყველაზე გემრიელ კარტოფილის ღვეზელს.

ცომი სულ უბრალოა, არც შიგთავსს უმატებდა რამე განსაკუთრებულს, მაგრამ ურბილსი, უფაფუკსი და უგემრიელესი ღვეზლი გამოდიოდა. ვცადოთ ჩვენც!

დაგვჭირდება:

500 გრ მაწონი

3 ჭ. ფქვილი

ნახევარი კოვზი მარილი

ნახევარი კოვზი სოდა

შიგთავსისთვის:

1 კგ კარტოფილი

2 თავი ხახვი

მარილი, შავი წიწაკა-გემოვნებით

ზეთი

კარტოფილი გავთალოთ, დავჭრათ და მოვხარშოთ. გადავწუროთ და გავაგრილოთ. ამასობაში, ზეთში მოვთუშოთ წვრილად დაჭრილი ხახვი. ხახვი უნდა გახდეს გამჭვირვალე და ოდნავ გავარდისფრდეს. დავამატოთ ხახვი კარტოფილს, ასევე დავამატოთ მარილი და შავი წიწაკა და დავსრისოთ.

მოზრდილ ჯამში ჩავყაროთ ფქვილი, დავამატოთ მარილი. მაწონში გავხსნათ სოდა და ჩავასხათ ფქვილში. მოვზილოთ ცომი (ფქვლი შეაძლოა ცოტა მეტი დაგვჭირდეს, დამოკიდბულია ხარისხზე).

ცომი გავყოთ ორ ნაწილად, თითოეული დავყოთ პატარა ბურთულებად. ეს ბურთულები გავაბრტყელოთ, დავადოთ ზევიდან თითო სუფრის კოვზი კარტოფილი და მოვუკრათ პირი ღვეზელებს.

ღვეზელი შევწვათ ორივე მხრიდან საშუალო ცეცხლზე, ზეთიან ტაფაზე.

გემრილად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page