ფრანგული გალეტა კენკრით
ფრანგული გალეტა შეიძლება იყოს მარტივი ორცხობილაც და რთული შიგთავსით გამოტენილი ნამცხვარიც, ტკბილი დესერტიც და ხორცის ან ბოსტნეულის ღვეზელიც... მოკლედ, უნივერსალური რამეა.
არ არსებობს ცომის ერთი კონკრეტული სახეობა გალეტას მოსამზადებლად. უხდება ფენოვანიც, ფხვიერი ტკბილიც და ღვეზელის ცომიც.
ჩვენს დღევანდელ რეცეპტშიც შეგიძლიათ თვენებურად გადააკეთოთ და შეცვალოთ ცომიც და შიგთავსიც. ჩვენ მხოლოდ ერთ შესაძლო ვარიანტს შემოგთავაზებთ.
მოვამზადებთ ფხვიერი ტკბილი ცომის გალეტას სეზონური კენკრათი და ნუშის კრემით. მართლაც რომ საოცრად გემრიელია!
ცომისთვის გადვჭირდება:
300 გ ფქვილი
150 გ ცივი კარაქი
1 კვერცხი
1 ს.კ. არაჟანი
100 გ შაქარი
მწიკვი მარილი
ნუშის კრემისთვის დაგვჭირდება:
1 ჭიქა დაჭრილი ნუში
150 გ შაქარი
1 ჩ.კ. სახამებელი
2 ს.კ. ფქვილი
1 კვერცხი
200 გ კარაქი
ვანილი
ცალკე:
500გ კენკრა (ჩვენ შმეთხვევაში- მოცვი)
2-3 ს.კ. შაქარი
ზევიდან მოსასმელად
1 ს.კ. რძე
1 კვერცხის გული
მოვამზადოთ ცომი. ამისთვის ფქვილი და შაქარი კარგად მოვურიოთ ერთმანეთს, დავუმატოთ მარილი, შემდეგ შუაში ჩავახალოთ კვერცხი, ჩავაღრათ კარაქი, დავუმატოთ არაჟანი და მოვზილოთ მკვრივი ცომი. დავაგორგოლოთ და შევდოთ 20-30 წუთით მაცივარში.
ამასობაში,მოვამზადოთ ნუშის კრემი: ნუში კარგად დავაბლენდეროთ, დავუმატოთ შაქარი, სახამებელი, ფქვილი და მოვურიოთ. შემდეგ დავუმატოთ კვერცხი და კუბებად დაჭრილი რბილი კარაქი, ბოლოს -ვანილი დაკარგად ავთქვიფოთ.
ცომი გავაბრტყელოთ ისე, რომ გამოსაცხობ ფორმაზე 4-5 სმ მეტი იყოს დიამეტრში. გადავიტანოთ საცხობ ფორმაზე, რომელზეც წინასწარ საცხობ ქაღალდს დავდებთ. ნუშის კრემი მოვათავსოთ შუაგულში და გადავასწოროთ მთელ ზედაპრზე
გარეცხილი ხილი გავაშროთ(შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვა ხილიც, მაგალითად ატამი, გარგარი, მსხალი, ვაშლი და ა.შ. შაქრის რაოდენობა ამ შემთხვევაში დაარეგულირეთ ხილის სიტკბოდან გამომდინარე). ხილი დავდოთ ნუშის კრემზე და მოვაყაროთ შაქარი.
ზდმეტი ცომი გადმოვიტანოთ კიდეებიდან და დავამაგროთ გალეტაზე ზევიდან ისე, რომ ხილიანი შუაგული ცარიელი დარჩეს.
ცალკე ავთქვიფოთ კვერცხის გული და რძე და კარგად გადავუსვათ ცომს გარედან. ასე გალეტა ლამაზი ოქროსფერი გამოვა.
შევდოთ გალეტა 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში გამოსაცხობად დაახლოებით 40 წუთით.
გაგრილებულ გალეტას მოვაყაროთ შაქრის პუდრა.
გემრიელად მირთვით!