ბროკოლის სუპი ყველით
კიდე ერთი ძალიან გემრიელი და სასარგებლო წვნიანის რეცეპტი მინდა გაგიზიაროთ.
დაგვჭირდება:
1 პატარა თავი ბროკოლი
1 თავი ხახვი
1 სტაფილო
2,5 ჭიქა ქათმის ბულიონი (ან წყალი)
100 გ კარაქი
200 გ ყველი ჩედარი
2 ს.კ. ფქვილი
დანის წვერზე მუსკატი
მარილი, წიწაკა
ნახევარი ჩ.კ. ცხარე სიუსი ტობასკო (თუ ცხარე არ გიყვართ ან ბავშვებისთის ამზადებთ სუპს, ეს ინგრედიენტი ამოაგდეთ რეცეპტიდან)
ბროკოლი გავასუგთავოთ, დავანაწევროთ და მოვწალოთ (3 წუთით ჩავდოთ ადუღებულ წყალში).
ხახვი და სტაფილო მოვთუშთ ნახევარ კარაქში, შემდეგ ამოვიღოთ ტაფიდან ბოსტნეული და იგივე ტაფაზე გავადნოთ დარჩენილი კარაქი. დავუმატოთ ფქვილი და მოვხალოთ. ნელ-ნელა დავუმატოთ ბულიონი, თან სულ ვურიოთ. კარგად რომ გაიხსნება ფქვილი ბულიონში და წამოდუღდება, დავამატოთ მუსკატი, ტობასკო, ხახვი და სტაფილო, ბროკოლი და ვხარშოთ დაახლოებით 20-25 წუთი დაბალ ცეცლხზე.
ამოვიღოთ მომზადებული სუპიდან რამოდენიმე ნაჭერი ბროკოლი, დანარჩენი კარგად დავაბლენდეროთ. დავუმატოთ გახეხილი ჩედარი (2 ს.კ. გადავინახოთ). ყველი რომ გადნება, დავაბრუნოთ ქვანბში გადანახული ბროკოლის ნაჭრები, კარგად მოვურიოთ და მოვაყაროთ მარილი და წიწაკა.
მირთმევის წინ თეფშზე მოვაყაროთ გახეხილი ყველი და ორცხობილები.
გემრიელად მიირთვით!