არომატული კარაქი Flavored Butter
იცით რა არის ფრანგული სამზარეულოს სამი მთავრი საიდუმლო? კარაქი, კარაქი და ისევ კარაქი!
მე არ ვაპირებ ჩვენს ბლოგში დიეტოლოგებთან და მუდმივად დიეტაზე მყოფ ადამიანებთან კამათს - ყველას თავისი გზა აქვს.
ჩვენი გზა კი კარაქის თხელი (ან სქელი :) ) ფენითაა დაფარული.
და მერწმუნეთ, ნამდვილი ძროხის ნანმდვილი რძისგან მომზადებული ნამდვილი კარაქი- სასარგებლო და ძალიან გემრიელი პროდუქტია. მთავარია ზომიერება დავიცვათ, რაც ხანდახან არც თუ ისე მარტივია.
ის, რომ კარაქი ენერგიის წყაროა, ყველამ იცის. ამის გარდა, კარაქი შეიცავს ამინომჟავებს ომეგა-3 და ომეგა-6, ასევე უძლიერეს ანტიოქსიდანტს და იმუნური სისტემის სტიმულატორს CLA, და რაც მთავარია, კარაქი- A, E, K და D ვიტამინების უმდიდრესი წყაროა.
კარაქი, რომელსაც ჩვენ დღეს მოვამზადებთ, კიდე უფრო სასარგებლოა, რადგან პროდუქტები, რომელთაც ჩვენ მას დავუმატებთ, პრაქტიკულად არ შეიცავენ ცხიმს, სამაგიეროდ მდიდრებია ვიტამინებით.
რეცეპტის ავტორი- უნიჭერესი ბრიტანელი მზარეული, ნამდვილი ნოვატორი, სამი მიშლენის ვარსკვლავის მფლობელი, ჰერსტონ ბლუმენტალია.
ბლუმენტალს სამზარეულოს ალქიმიკოსს ეძახიან. ის შეისწავლის კერძის მომზადების დროს მიმდინარე ფიზიკურ და ქიმიურ პროცესებს, აკეთებს საოცარ აღმოჩენებს და იგონებს ახალ, ძალიან საინტერესო კერძებს.
თუ დაინტერესდით, მოძებნეთ მისი გადაცემების ციკლი Discovery Science -ზე (Heston Blumenthal's - Kitchen Chemistry)
მოკლედ, კარაქი, რომელსაც დღეს მოვამზაფდებთ, არომატული საოცრებაა. მისი გამოყენება შეგიძლიათ ყველგან და ყოველთვის: შეგიძლიათ წაუსვათ ქათამს ან სხვა ხორცს შეწვის წინ, შეგიძლიათ დაამატოთ პასტას, თევზს, სტეიკს, ბოსტნეულს, დესერტებს, ან სულაც წაუსვათ პურს და მიირთვათ.
ჩვენ დრეს ორ ვარიანტს შემოგთავაზებთ, ოხრახუშის კარაქს და გარგარის და ფორთოხლის კარაქს , თქვენ კი ჩაატარეთ თამამი ექსპერიმენტები და შეაზავეთ კარაქი თქვენი გემოვნებით სხვადასხვა სუნელებით, მწვანილით, ბოსტნეულით და ხილით.