top of page

ბერ - მანიე (beurre manie)


ბერ-მანიე (beurre manie)-ფრანგული კლასიკური კარაქის სოუსია, რომელსაც კერძებს გემოსთვის, სისქისთვის და "სიპრიალისთვის" უმატებენ.

მარტივი რეცეპრი ბერ-მანიეს მოსამზადებლად ასეთია:

100 გ კარაქს უნდა შევურიოთ 120 გ ფქვილი. კარგად მოვზილოთ, უნდა მივიღოთ ერთგავროვანი ცომი. დავანაწილოთ და გავაკეთოთ პატარა ბურთულები.

ეს ბურთულები დავალაგოთ თეფშზე ან დაფაზე და გავყინოთ.

გაყინული ბერ-მანიეს ბურთულები შეგვიძლია შევინახოთ კონტეინერში, საყინულეში 3 თვემდე.

საჭიროებისამებრ, მარტივად შეგვიძლია გამოვიღოთ ერთი ცალი და გამოვიყენოთ.

როგორც კი კარაქის ბურთულა ცხელ კერძში ხვდება, ის ლღვება, ფქვილიც იხსნება, ისე რომ კერძში არ რჩება კურკუშელები.

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page