top of page

აიოლი- ცნობილი პროვანსული ნივრის სოუსი


აიოლი-სწორედ ის სოუსია, რომელზეც ფრანგი პოეტი მისტრალი წერდა, რომ ის სამხრეთის მზის სიხარულს და მცხუნვარებას იკრებს თავის თავში.

აიოლი (Аioli) ითარგმნება, როგორც "ნიორი და ზეითუნის ზეთი". ფაქტობრივად, ეს იგივე მაიონეზია, მხოლოდ ნივრიანი მაიონეზი. მომზადების პრინციპიც მსგავსი აქვს.

დაგვჭირდება:

5 კბილი ნიორი

250 მლ ზეითუნის ზეთი

1 კვერცხის გული

1 ს.კ. ლიმნის წვენი

მწიკვი მარილი

პროდუქტი უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის.

ნიორი დავნაყოთ ან დავაბლენდეროთ ლიმნის წვენთან ერთად, შევათქვიფოთ კვერცხის გული და ნელ-ნელა დავუმატოთ ზეთი. სოუსი უნდა გასქელდეს.

გავსინჯოთ, შევაზავოთ მარილით.

სოუსი უნდა იყოს ცივი, ვინახავთ მაცივარში.

სოუსი იდეალურია თევზთან, ასევე ძალიან უხდება ხორცს, ბოსტნეულს, სალათებს და ბურგერებსაც კი. შეგიძლიათ გაამარვალფეროვნოთ სოუსი სხვადასხვა წიწაკებით, მდოგვით, შაფრანით და სხვ.

Bon Appétit!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page