top of page

გლინტვეინი

გლინტვეინი (გერმანულად Glühwein) - ცხელი ღვინო. გემრიელი, ცხელი, მსუბუქი კოკტეილი, გაზავებული შაქრით და სანელებლებით, უბრალოდ შეუდარებელია ზამთრის ცივ დღეებში.

გლინტვეინი ძალიან პოპულარულია გერმანიაში, ავსტრიაში, შვეიცარიასა და ჩეხეთში. მას მიირთმევენ საშობაო ბაზრობებზე და სხვა ღონისძიებებზე, რომებიც საშობაოდ ასე ხშირია ევროპის ქვეყნებში.

გლინტვეინის მსგავსი სასმელი ჯერ კიდე ძველ რომში იყო ცნობილი. გლინტვეინის უამრავი რეცეპტი არსებობს და ყველა თავის გემოვნებით აზავებს მას სანელებლებით, ზოგი უმატებს თაფლს, ციტრუსს ან სხვა არომატიზატორს. აიმახსოვრეთ ერთი მთავარი წესი- გლინტვეინი უნდა გააცხელოთ, მაგრამ არ უნდა ააღუღოთ და შეაზავეთ სასმელი თვენი გემოვნებით.

ჩვენი ფავორიტი რეცეპტი კი ასეთია:

დაგვჭირდება:

1 ლ მშრალი წითელი ღვინო

100 მლ კონიაკი

100 გ შაქარი (უმჯობესია ყავისფერი)

1 ფორთოხალი

1 ლიმონი

10-12 ცალი მიხაკი

1 ჩხირი დარიჩინი

დანის წვერზე-მუსკატი

1 ცალი ანისის ვარსკვლავი

წითელი ღვინოში ჩავდოთ სანელებლები, თხლად დაჭრილი ლიმონი და ფორთოხალი. დავუმატოთ შაქარი და მივიყვანოთ ადუღებამდე, მაგრამ არ ვადუღოთ. ამის შემდეგ, გამოვრთოთ ქურა, დავუმატოთ კონიაკი, კარგად მოვურიოთ და გავაჩეროთ 5-10 წუთი. შემდეგ გადავწუროთ. ჩვენი არომატული სასმელი ჭიქებში ჩავასხათ. შეგიძლიათ მორთოთ დარიჩინის ჩხირით, ანისის ვარსკვლავით, ფორთოხლის და ლიმნის ნაჭრებით.

ჩვენი არაჩვეულებრივი საშობაო სასმელი მზადაა, სახლში კი ტრიალებს საოცარი არომატი, რომელიც ნებისმიერ ადამიანს კარგ ხასიათზე და სადღესასწაულო განწყობაზე დააყენებს.

დამდეგ შობა-ახალ-წელს გილოცავთ!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page