უნგრული გულაში
გულაში (gulyás) - უნგრული ნაციონალური კერძი, რომელშიც რაგუს კატეგორიას მიეკუთვნება. შეგიძლიათ მოამზადოთ უფრო სქელი ან მეტად წვნიანი, ისეთი, როგორსაც ჩვენ დღეს მოვამზადებთ.
ძალიან გემრიელი და ნოყიერი სადილია მთელი ოჯაისთვის.
დაგვჭირდება:
1 კგ ხბოს ან საქონლის ხორცი
3-4 თავი ხახვი
50-100 გ შებოლილი ლორი ან ბეკონი
4-5 საშუალო კარტოფილი
2 ცალი სტაფილი
2 ცალი ბულგარული
1-2 პომიდორი ან 1 ქილა კონსერვირებული პომიდორი თავის წვენში
3 კბილი ნიორი
2-3 ღერი ნიაური
1 ს.კ. ტომატ-პასტა
პატარა კონა ორახუში
0,5 ჩ.კ. ბეგქონდარა
0,5 ჩ.კ. ტკბილი პაპრიკა
მარილი
100 მლ მშრალი წითელი ღვინო
150 გ წვრილი პასტა (ორიგინალში, პასტას ნაცვლად გამოიყენება ჩიპეტები, ანუ ცომის ბურთულები, მაგრამ სიმარტივისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ პასტა, ამით კერძის გემოს არ გააფუჭებთ)
სქელძრიან ქვაბში მოვთუშოთ ბეკონი, შემდეგ დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ხავი და მოვთუშოთ. დავუმატოთ კუბებეად დაჭრილი ხორცი, ცოტა მოვწვათ, შემდეგ დავუმატოთ დაჭრილი სტაფილო, ნიახური, დავასათ იმდენი წყალი, რომ ფარაცდეს ხორცს რამოდენიმე სანტიმეტრით. რომ წამოდუღდება, დავუმატოთ კუბებად დაჭრილი კარტოფილი და ვთუშოთ საშუალო ცეცხლზე ხორცის მოხარშვამდე (დაახლოებით 40 წუთი).
შემდეგ დავუმატოთ დაჭრილი ბულგარული, პომიდორი, ტომატ-პასტა სუნელები, მარილი და წვრილად დაჭრილი ნიორი. ჩავასხათ ღვინო. რომ წამოდუღდება, დავუმატოთ პასტა, ვხარშოთ კიდე 10 წუთი, დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ორაუში და გამოვთოთ ქურა.
პორციებად განაწილების დროს, ყველა ულუფას მოვასხათ ლიმნის წვენი და დავუმატოთ თითო კოვზი არაჟანი.
გემრიელად მიირთვით!