გრილზე შემწვარი ქათმის სალათი ნუშით და ყურძნით
დაგვჭირდება:
2 მოზრდილი ქათმის ფილე
1 წითელი ვაშლი
ნახევარი ჭიქა წითელი მსხვილი ყურძენი წიპწის გარეშე
პატარა კონა სალათი აისბერგი
100 გ გაუდა
ნახევარი ჭიქა ნუში
200გ შინაური მაიონეზი
მარილი
წიწაკების მიქსი
ქათამს მოვაყაროთ მარილი და წიწაკები და შევწვათ გრილზე (თუ გრილი არ გაქვთ, ტაფაზე). შემდეგ დავჭრათ კუბებად.
ნუში ოდნავ მოვხალოთ. ვაშლი და ყველიც დავჭრათ კუბებად, ხოლო ყურძენი დავჭრათ შუაზე.
ყველა ინგრედიენტი ავურიოთ ერთად, მოვასხათ მაიონეზი და დავალაგოთ პორციებად სალათის ფოთლებზე.
გემრიელად მიირთვით!