ისპანახის პესტო
ამ პესტოს რეცეპტში გამოვიყენებთ პროდუქტებს, რომლებიც ნებისმიერი თქვენთაგანისთვის კარგად ნაცნობი და იოლად მოსაპოვებელია. ბაზილიკს მწვანე შაშკვლავით შევცვლით, დავამატებთ ისპანახს, ხოლო ფიჭვის კაკალს ნიგვზით შევცვლით. დავუმატებთ ლიმონის წვენს და გამოგვივა ძალიან გემრიელი პესტოს სოუსი პასტასთვის, სალათებისთვის და სხვ.
დაგვჭირდება:
300 გ ნორჩი ისპანახი
100 გ ოხრახუში
100 გ შაშკვლავი
2 კბილი ნიორი
50 გ ნიგოზი
50 გ პარმეზანი
ნახევარი ლიმონის ცედრა და წვენი
80 მლ ზეითუნის ზეთი
მსხვილი ზღვის მარილი
ისპანახი, შაშკვლავი და ოხრახუშ კარგად გავრეცხოთ, შემდეგ ზუსტად 2 წუთით ჩავდოთ მდუღარე წყალში, მოვწალოთ. ასე ისპანახი არ გაშავდება და ჩვენი პესტო ხასხასა მწვანე გამოვა.
ამის შემდეგ მოვავლოთ მწვანილს ძალიან ცივი წყალი და ფრთხილად გავწუროთ. ნიგოზი ოდნავ მოვხალოთ.
მწვანილი, ნიორი, ნიგოზი, ლიმონის ცედრა და წვენი, პარმეზანი, მარილი და ზეთი დავაბლენდეროთ ერთად.
მოვასხათ ისპანახის პესტო პასტას, სალათს ან წავუსვათ გახუხულ ჩიაბატას.
გემრიელად მიირთვით!