ტოლმა ვაზის ფოთოლში
დაგვჭირდება:
1 კგ საქონლის ხორცის ან შერეული ფარში
2 თავი ხახვი
2-3 კბილი ნიორი
პატარა კონა ქინძი
პატარა კონა ოხრახუში
პატარა კონა კამა
პატარა კონა რეჰანი
პატარა კონა ტარხუნა ან პიტნა
1 პატარა მწვანე წიწაკა
0,5 ჭიქა მრგვალი ბრინჯი (მაგალითად, არბორიო)
მარილი
ვაზის ფოთლები
ფარშს დავუმატოთ გატარებული ხახვი, ნიორი, მწვანილი, წიწაკა და მარილი. ბოლოს დავუმატოთ ბრინჯი და კარგად მოვურიოთ. დავუმატოთ ცოტა წყალი რომ გამოვიდეს ნაზი ფარში, მაგრამ არ უნდა გათხელდეს.
ვაზის ფოთლები კარგად გავრეცხოთ, ჩავდოთ ადუღებულ მარილწყალში და ერთი 5 წუთი მოვწალოთ. შემდეგ გავაგრილოთ და დავიწყოთ ტოლმას შეხვევა. გადახვეული ტოლმები ჩავალაგოთ ქვაბში მჭიდროდ ერთმანეთტან. ჯერ ერთი ფენა, შემდეგ მეორე. ბოლოს დავადოთ ზევიდან ამოტრიალებული თეფში და მოვასხათ წყალი ისე, რომ კარგად დაფაროს და დავდგათ მოსახარშათ. რომ ადუღდება, დავუწიოთ ცეცხლს მინიმუმამდე და ვხარშოთ, სანამ ბრინჯი არ მოიხარშება.
ტოლმას ვაზის ფოთოლში ძალიან უხდება გაწურული ნივრიანი მაწონი პიტნით. ამისთვის, მასონს დავუმატოთ დანაყილი ნიორი (250 გ მაწონზე 2-3 კბილი) და პიტნა და დავაფაროთ რამდენიმე ფენად მოკეცილი მარლა. ასე ის შეიწოვს ზედმეტ სითხეს.
მეორე ვარიანტი- გაწურული მაწონი დარიჩინით (250 გ მაწონი, დანის წვერზე-დარიჩინი). ამოარჩიეთ და მოამზადეთ რომელიმე ეს სოუსი თქვენი გემოვნებით.
გემრიელად მიირთვით!