წითელი აჯიკა ნიგვზით
დაგვჭირდება:
1 კგ წითელი ბულგარული წიწაკა
500 გ ცხარე წითელი წიწაკა
150გ ოხრახუში
200 გ ქინძი
50 გ ქონდარი
150 გ ნიორი
2 ს.კ. უცხო სუნელი
1 ს.კ. ზაფრანა
1 ს. კ. ხმელი ქინძი
200 გრ ნიგოზი 100 მლ ბროწეულის წვენი
წიწაკა კარგად გავრეცხოთ, მოვაცალოთ თესლი და ყუნწები.
წიწაკა, ნიორი, მწვანილი, ნიგოზი დავაბლენდეროთ, დავამატოთ სუნელები, ბროწეულის წვენი, მარალი. კარგად მოვურიოთ, გავაჩეროთ ემალირებულ ჭურჭელში 24 საათი, თან პერიოდულად ვურიოთ ხის კოვზით.
შემდეგ გადავიტანოთ შუშის ქილებში, მოვხუფოთ და შევინახოთ გრილ, ბნელ ადგილას.
გემრიელად მიირთვით!