ციტრუსების ჯემი რომით
დღეს ფორთოხლის მარმელადის კიდე ერთი რეცეპტი მინდა შემოგთავაზოთ.
ჩვენი დღევანდელი ფორთოხლის ჯემი ისეთი გემრიელი და არომატულია, ნამდვილი გურმეს საყვედურსაც ვერ დაიმსახურებს. მართალია, ცოტა მეტი დრო დასჭირდება მის მომზადებას, უფრო სწორად კი მოსამზადებელი პროცესია ცოტა უფრო ხანგრძლივი, მაგრამ შედეგი ნამდვილად ღირს წვალებად.
რეცეპტში ცნობილი ფრანგი კონდიტერის, პიერ ერმეს რეკომენდაციებია გათვალისწინებული. ასე რომ, გასინჯეთ, ნამდვილად ძალიან გემრიელია.
დაგვჭირდება:
5 ფორთოხალი
1 ვარდისფერი ფრეიფრუტი
1 ლიმონი
2 ლაიმი
შაქარი (დაახლოებით 700-800 გ)
2 ს.კ. რომი
1 ჩ.კ. ჟელფიქსი
პირველ რიგში, ყველა ციტრუსი კარგად გავრეცხოთ და ჩავდოთ ჯამში. დავასხათ ცივი წყალი და გავჩეროთ ასე 24 საათი. შემდეგ გამოვცვალოთ წყალი და კიდე 24 საათი გავაჩეროთ. ასე ხილს გაუვა სიმწარე.
ამის შემდეგ, გავაცალოთ ცედრა 2 ფორთოხალს. დანარჩენი ხილი გავფცქვნათ.
ციტრუსები დავჭრათ და მოვაშოროთ ზედმეტი თეთრი ნაწილები და კურკები.
გადარჩეულ მასას დავუმატოთ ცედრა, ავწონოთ, დავუმატოთ იგივე რაოდენობის შაქარი და საშუალო ცეცხლე მივიყვანოთ ადუღებმადე. ვხარშოთ ჯემი დაახლოებით 25 წუთი. პერიოდულად ვურიოთ.
ამის შემდეგ დავუმატოთ ჯემს ჟელფიქსი, კარგად მოვურიოთ, რომ გაიხსნას და 1-2 წუთში დავუმატოთ რომი. კარგად მოვურიოთ და ცოტა ხანში გამოვრთოთ ქურა.
ცხელი მასა ჩავსახათ გასტერილებულ ქილებში და მოვხუფოთ.
გაგრილებული ჯემი გასქელდება და სასიამოვნო კონსისტენციის გახდება.
გემრიელად მიირთვით!