კარამელის სოუსი
კარამელის სოუსი- პრაქტიკულად უნივერსალურია. ის უხდება ნაყინს, კრეპებს, მაჭკატებს, სხვადასხვა ნამცხვრებს და ტორტებს.
განსაკუთრებით სასიამოვნო ისაა, რომ კარამელის სოუსის მომზადება არის უმარტივესი საქმე.
დაგვჭირდება:
350 გ შაქარი
100 მლ წყალი
100-200 მლ ნაღები
110 გ კარაქი
შაქარი ჩავყაროთ პატარა სქელძირიან ღრმა ტაფაში, დავასხათ წყალი და დავადგათ საშუალო ცეცხლზე. დაველოდოთ, სანამ შაქარი არ გადნება და არავითარ შემთხვევაში არ მოვურიოთ, თორე კარამელი არ გამოვა.
როგორც კი შაქარი გადნება,მოვუმატოთ ცეცხლს მაქსიმუმამდე და დავეოდოთ, სანამ მასა არ გაოქროსფერდება. ძალიანაც არ უნდა გავამუქოთ, ლამაზი ქარვისფერი გვჭრდება, თორე კარამელი გამწარდება.
როგორც კი კრაამელი გაოქროსფერდება, გამოვრთოთ ქურა და დავუმატოთ შემთბარი ნაღები (იმის მიხედვით, რა სისქის კარამელი გვინა რომ მივიღოთ, ვაკონტროლებთ ნაღების რაოდენობას). კარგად მოვურიოთ და დავუმატოთ კარაქი. ვურევთ, სანამ კარაქი არ გადნება სრულად.
კარამელს ვურიოთ მანამ, სანამ არ მივიღებთ ერთგავროვან მასას.
კარამელი კარგად შეინახება მინის ქილაში, მაცივარში. მხოლოდ ასეთ მდგომარეობაში კიდე გასქელდება. თუ უფრო თხევადი მასა გვჭირდება, შეგვიძლია შევათბოთ ხოლმე.
გემრიელად მიირთვით!