ბადრიჯნის ჰუმუსი (ბაბა განუში)
არაბული სამზარეულოს უგემრიელესი აპეტაიზერი, ბაბა განუში, როგორც მას სამშობლოში უწოდებენ განსაკუთრებით კარგი გამოვა, თუ ბოსტნეულს გრილზე შევწვავთ. ამ შემთხვევაში კერძი ბოლოს არომატს შეიძენს. მაგრამ, თუ გრილი ვერ მოხერხდა, ღუმელშიც გამომცხვარი ბოსტნეულიც არ იქნება ურიგო.
დაგვჭირდება:
3 ბადრიჯანი (ან 2 ბადრიჯანი და 1 ცუკინი)
1 პომიდორი
2 წითელი ბულგარული
2-3 კბილი ნიორი
ნახევარი ლიმონის წვენი
1 ს.კ. ტაჰინის პასტა
1ს.კ. ზეითუნის ზეთი
მარილი
პაპრიკა
ბადრიჯანი გავჭრათ შუაზე, მოვაყაროთ მარილი და დავტოვოთ ერთი 20 წუთით, რომ გაუვიდეს ზედმეტი ნესტი და სიმწარე. შემდეგ გადავავლოთ წყალი, შევაშროთ, დავჩხვლიტოთ ჩანგლით და გამოვაცხოთ გრილზე ან ღუმელში, 200 გრადუსზე.
ასევე გამოვაცოთ ბულგარული წიწაკები. გამომცხვარ ბოსტნეულს გავაცალოთ კანი და ქაღალდის ხელსაცოცით მოვაშოროთ ზედმეტი ნესტი.
პომიდორს გავაცალოთ კანი და თესლი და დავკეპოთ.
ნიორი მოვათავსოთ ბლენდერში, დავუმატოთ ტაჰინის პასტა, ლიმონის წვენი, ზეითუნის ზეთი და დავაბლენდეროთ. შევუროთ ეს მასა ბოსტნეულს, დავუმატოთ მარილი და კარაგ მოვურიოთ.
გამზადებული პასტას მოვაყაროთ ცოტაოდენი პაპრიკა.
მიირთვით შავ პურთან ერთად.