ფორთოხლის მარმელადი
ფორთოხლის ჯემები და მარმელადები ძალიან უხდება და აკეთილშობილებს ჩვეულებრივ ბუტერბროდებს, ტოსტებს და ფუნთუშებს. ამის გარდა, რამდნეიმე ძალიან გემრიელი ნამცხვრის აუცილებელი დამატებაცაა.
ახლა, როცა ფორთოხლის სეზონი გავქს, ნამდვილად კარგი დროა მის მოსამზადებლად. რამდენიმე ჩემ საყვარელ რეცეპტს შემოგთავაზებთ.
დღეს ყველაზე მარტივი ფორთოხლის მარმელადით დავიწყოთ.
დაგვჭირდება:
6-7 ფორთოხალი
12 ს.კ. შაქარი
1 ჩ.კ. ჟელფიქსი (ან რომელიმე ხვა ჟელატინი ჯემებისთვის, თუ სქელი, ჯელესებრი სტრუქტურა გვინდა ორმ მივიღოთ)
ვანილი (თქვენი სურვილით)
კარგად გავრეცხოთ ფორთოხალი, ერთ-ერთს მოვასხათ მდუღარე, გავაჩეროთ 10-15 წუთი წყალში, შემდეგ გავავლოთ ცივი წყალი და გავაცალოთ ცედრა ყველაზე თხელი სახეხით, თან ვეცადოთ, რომ თეთრი ნაწილაკები არ ჩაგვყვეს, თორე მარმელადი არასასიამოვნო სიმწარეს შეიძენს.
ყველა ფროთოხალი გავწუროთ. წვენი და ცედრა მოვათავსოთ სქელძირიან ქვაბში. ეს მნიშვნელოვანია, მარმელადი რომ არ მიგვეწვას. უნდა გამოგვივიდეს დაახლოებით 500 მლ წვენი. დავუმატოთ შაქარი, კარგად მოვურიოთ და მივიყვანოთ ადუღებამდე. ვადუღოთ 10-15 წუთი, შემდეგ დავუმატოთ ჟელფიქსი, კარგად მოვურიოთ, ბოლომდე რომ გახსნას და ვადუღოთ დაბალ ცეცხლზე კიდე ერთი 5 წუთი. პრინციპში, ჟელფიქსის დამატება აუცილებელი არაა, რადგან ფორთოხლის მარმელადი ისედაც კარგად გასქელდება, მაგრამ თუ ძალიან სქელი კონსისტენცია გინდათ რომ მიიღოთ, მაშინ მაინც დაუმატეთ. ამის შემდეგ, გადავწუროთ ჩვენი მარმელადი თხელ საცერში, ისევ მივიყვანოთ ადუღებმადე; სურვილისამებრ, დავუმატოთ ვანილი და გამოვრთოთ ქურა.
ცხელი მარმელადი გადავიტანოთ გასტერილებულ შუშის ქილებში და კარგად მოვხუფოთ.
ცხელ მარმელადს თხელი კონსისტენცია ექნება, მაგრამ როგორც კი გაგრილდება, გასქელდება.
გემრიელად მიირთვით!