თაფლის ნამცხვარი ნიგვზით, ქიშმიშით და ვაშლით
დაგვჭირდება:
3 კვერცხი
150 გ შაქარი
3 ს.კ. არჟანი
1 ჩ.კ. სოდა
1 ჭიქა თაფლი
1 ჩ.კ. დარიჩინი
100 გ ქიშმიში
2 ვაშლი (უმჯბესია მაგარი მწვანე ვაშლი)
100-150 გ ნიგოზი
50 მლ რომი
შაქრის პუდრა
ქიშმიში კარგად გავრეცხოთ და მოვასხათ რომი. გავაჩეროთ ასე ერთი 45 წუთი. ნიგოზი დავჭრათ ან დავამტვრიოთ მსხვილ ნაჭრებად და ცოტა მოვხალოთ.
ვაშლი გავთალოთ, დავჭრათ პატარა ნაჭრებად, მოვაყაროთ დარიჩინი და 50 გ შაქარი. კარგად მოვურიოთ.
კვერცხი და 100 გ შაქარი კარგად ავთქვიფოთ, დავუმატოთ არაჟანი, სოდა, თაფლი და ფქვილი. ქიშმიში ამოვიღოთ რომიდან და დავუმატოთ ცომს. იქვე დავამატოთ ნიგოზიც. კარგად მოვურიოთ და გადავიტანოთ საცხობ ფორმაში. ფორმას წინასწარ ჩავუფინოთ საცხობი ქაღალდი. ზევიდან დავალაგოთ დარიჩინიანი ვაშლი, ოდნავ ჩავჭყლიტოთ ცომში და შევდოთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 40 წუთით.
გამომცხვარი ნამცხვარი გავაგრილოთ და მოვაყაროთ შაქრის პუდრა.
გემრიელად მიირთვით!