გერმანული კარტოფილის სალათი
დღეს მოვამზადებთ გემრიელ და ნოყიერ სალათს, რომელიც სრულფასოვანი ლანჩი ან ვახშამი შეიძლება იყოს.
დაგვჭირდება:
500 გ კარტოფილი
2 თავი წითელი ხახვი
150 გ მონადირეს ძეხვი (ან ნებისმიერი სხვა, თქვენი გემოვნებით)
5-6 ცალი პატარა მჟავე კიტრი
პატარა კონა ოხრახუში
1-2 ღერი მწვანე ხახვი
3-4 ს.კ. ძმარი
მარილი
შავი წიწაკა
1 ს.კ. შაქარი
მოვხარშოთ კარტოფილი კანინად, შემდეგ გავფცქვნათ და დავჭრათ კუბებად.
ამასობაში ბეკონი მოვთუშოთ დაბალ ცეცხლზე. ცხიმი რომ დადნება, გადავდოთ ქაღალდის ხელსახოცზე და დავაშროთ.
ძეხვი დავჭრათ რგოლებად, თხელ ნახევარრგოლებად დავჭრათ ხახვი. ხახვი და ზევი ოდნავ მოვთუშოთ ბეკონის ცხიმში, შემდეგ დავუმატოთ ძმარი, შაქარი. ოხარხუშს მოვაჭრათ ღეროები და დავჭრათ წვრილად. ეს ღეროებიც დავამატოთ ტაფაში და ვთუშოთ, სანამ ძმარი არ დაშრება. ამის შემდეგ, ტაფაში ჩავყაროთ კარტოფილი, კარგად მოვურიოთ ყველაფერს და გამოვრთოთ ქურა.
კარტოფილი ცოტა რომ შეგრილდება, დავამატოთ რგოლებად დაჭრილი კიტრი, მარილი, წიწაკა, წვრილად დაჭრილი ოხრახუშის ფოთლები და მწვანე ხახვი. ბოლოს დავუმატოთ ბეკონი და კიდე ერთხელ მოვურიოთ.
ეს სალათი ერთნაირად გემრიელია თბილიც და ცივიც.
გემრიელად მიირთვით!