top of page

სოუსი ბეშამელი

ბეშამელი ( ფრანგულად béchamel) —კლასიკური ფრანგული თეთრი სოუსია, რომელიც დიდი ოგიუსტ ესკოფიეს კლასიფიკაციით 5 ძირითადი ფრანგული სოუსების სიაში შედის.

ამ სოუსის მომზადება საკმაოდ მარტივია.

დაგვჭრდება:

2-3 ს.კ. პურის ფქვილი 100 გრ კარაქი 1 ლ რძე 1 მწიკვი მუსკატი მარილი და შავი წიწაკა გემოვნებით.

სქელძირიან პატარა ქვაბში გავადნოთ კარაქი (ფრთხილად, არ დაგეწვათ), დავუმატოთ ფქვილი, კარგად ავურიოთ და ოდნავ გავარდისფრებამდე მოვთუშოთ. შემდეგ ნელ-ნელა ჩავასხათ რძე, სულ ვურიოთ. მივიყვანოთ ეს სოუსი ადუღებამდე, დავუმატოთ მუსკატი, ცოტა მარილი და გამოვრთოთ ქურა.

ძალიან საინტერესო და პიკანტურია ბეშამელი პარმეზანის ან ფრანგული ობიანი ყველის დამატებით, ე.წ. სოუსი სოუსი მორნეი. მას უფრო გამოკვეთილი გემო და ხასიათ აქვს.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page