top of page

ნიგვზის და ქიშმიშის რულეტი


თუ არ დავიზარებთ საფუარის ცომის მომზადებას და ცოტა მეტ დროს გავიმეტებთ სამზარეულოსთვის, ასეთი შესანიშნავი, არომატული რულეტები გამოგვივა. ეს რულეტები კარგად ინახება და თუ ჩემსავით ძალიან მსუნაგი ოჯახის წევრები არ გყავთ, სამი-ოთხი დღე გემრიელი დესერტი გექნებათ.

დაგვჭირდება:

200 გ შაქარი

150 გ კარაქი

3 კვერცხი

1 ს.კ. არაჟანი

150 მლ რძე

ნახევარი ლიმონის წვენი

ვანილი

50 მლ რომი ან კონიაკი

1 ჩ.კ. მიხაკი

დანის წვერზე მუსკატი

2 ს.კ. ზეითუნის ან სიმინდის ზეთი

500 გ ფქვილი

შიგთავსისთვის:

200 გ შაქარი

100 გ ქიშმიში

250 გ ნიგოზი

ვანილი

ცალკე:

100-150 გ ფქვილი

100 მლ რძე

5 გ საფუარი

0,5 ჩ.კ. მარილი

1ს.კ. შაქარი

1 კვერცხის გული

1 ს.კ. არაჟანი

პირველ რიგში, ქიშმიში ჩავალბოთ კონიაკში.

შემდეგ მოვამზადოთ საფუარი: ცალკე გადადებული ფქვილი, საფუარი, მარილი, შაქარი შევურიოთ ერთმანეთს და გავხსნათ 250 მლ თბილ რძეში. დავტოვოთ ამოსაფუებლად ერთი 40 წუთით.

შაქარი და კვერცხი ავთქვიფოთ, დავყუმატოთ გამდნარი კარაქი, არაჟანი, დარჩენილი რძე, ზეთი, ვანილი, მუსკატი, მიხაკი. შემდეგ დავუმატოთ ამოსული ცომი და დარჩენილი ფქვილი. კარგად მოვზილოთ და დავტოვოთ თბილ ადგილში ერთი-ორი საათით ამოსაფუებლად.

ამოსული ცომი კიდე ერთხელ კარგად ჩავზილოთ და დავტოვოთ კიდე ერთი საათნახევრით.

ნიგოზი გავატაროთ ან დავაბლენდეროთ, შევურიოთშაქარი ქიშმიში, ვანილი.

ცომი გავყოთ ორად გავაბრტყელოთ და გავანაწილოთ შიგთავსი თანაბრად. გადავახვიოთ 2 რულეტი, მოვათავსოთ საცხობ სინზე, გადავაფაროთ ჩაის ტილო და გავაჩეროთ ასე ერთი 30 წუთი. შემდეგ გადავუსვათ არაჟანთან ათქვეფილი კვერცხის გული და გამოვაცხოთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში ერთი 25 წუთი.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page