top of page

ლიმონის კრემი


ლიმონის კრემი არაჩვეულებრივია ღვეზელებში, ტარტებში, კრეპებთან და მაჭკატებთან. ჩვენც არაერთხელ გამოგვიყენებია ეს კრემი ამა თუ იმ დესერტის მოსამზადებლად. დღესაც სწორედ ლიმონის კერმი დაგვჭირდება სააღდგომო ორცხობილების მოსამზადებლად. ამიტომ გადავწყვიტეთ ლიმონის კერმს მეტი დრო დავუთმოთ.

დაგვჭირდება:

4 კვერცხი

200 გ შაქარი

4 ლიმონი

50 გ კარაქი

ვანილი

კარგად გარეცხილ ლიმონს გავაცალოთ ცედრა და გამოვწუროთ წვენი. დავუმატოთ ცედრას და წვენს შაქარი და კარგად მოვურიოთ.

კვერცხი ავთქვიფოთ და დავუმატოთ ლიმნის მასას. კარგად ავთქვიფოთ, შემდეგ გადავწუროთ თხელ საცერში , დავუმატოთ კარაქი, ვანილი და დავდგათ დაბალ ცეცხლზე. ვხარშოთ მანამ, სანამ არ გასქელდება, თან გამუდმებით ვურიოთ.

მოხარშლი კრემი გავაგრილოთ, შუშის ქილაში გადავიტანოთ და მაცივარში შევინახოთ. ასე კრემის შენახვა ერთ კვირამდეც შეიძლება.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page