top of page

ქათმის და სოკოს ღვეზელი


დღეს გადავწყვიტეთ ამ ძალიან მარტივი და ძალიან გემრიელი ღვეზელის მომზადება. საუზმეზეც, ვახშამზეც და ლანჩზეც მშვენიერია.

დაგვჭრდება:

1 შეკვრა მზა ფენოვანი ცომი (500-800 გ)

500 გ ქათმის ფილე

500 გ შამპინიონი

2 თავი ხახვი

2 ს.კ. არაჟანი

1 ს.კ. 33% ნაღები

მარილი

შავი წიწაკა

სურვილისამებრ, რამდენიმე ღერი ოხრახუში ან ბეგქონდარა

3-4 ს.კ. ზეითუნის ზეთი

20 გ კარაქი

ზევიდან მოსასმელად:

1 კვერცხის გული

1 ს.კ. არაჟანი

ქათამი დავჭრათ წვრილად, მოვაყაროთ მარილი და წიწაკა და შევწვათ ტაფაზე კარაქში და ზეთში. შემდეგ გადავდოთ ხორცი და იგივე ტაფაზე მოვთუშოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, დავუმატოთ თხლად დაჭრილი შამპინიონი და მოვთუშოთ ერთად რამდენიმე წუთი. ბოლოს დავუმატოთ ქათმის ხორცი, არაჟანი და ნაღები და კარგად მოვურიოთ. თუ სურვილი გექნებათ, ასევე დავუმატოთ წვრილად დაჭრილი მწვანილი და გამოვრთოთ ქურა.

სანამ შიგთავსი გრილდება, ცომი გავყოთ ორ ნაწილად, ერთი გავაბრტყელოთ, ჩავაფინოთ საცხობ ფორმაში, შემდეგ გავანაწილოთ ცომზე შიგთავსი და დავაფაროთ ზევიდან მეორე ფენა.

ზევიდან ძვეზელს გადავუსვათ არაჟანთან ათქვეფილი კვერცხის გული და შევდოთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში გამოსაცხობად დაახლოებით 40 წუთით.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page