აპეტაიზერი ზეთისხილით და კაპერსებით
დაგვჭირდება:
300 გ სხვარადასხვა ფერის ზეთისხილი
100 გ მსხვილი კაპერსი
1 ლიმონის ცედრა და წვენი
3-4 კბილი ნიორი
რამდნეიმე ღერი ბეგქონდარა
წიწაკების მიქსი
50 მლ ზეითუნის ზეთი
ლიმონის ცედრა, წვენი და ზეითუნის ზეთი შევურიოთ ერთმანეთში, დავუმატოთ ბეგქონდარა. ნიორი ოდნავ დავსრისოთ დანით. შევურიოთ ზეთისხილი, კაპერსი, ნიორი ერთმანეთს, მოვასხათ დრესინგი და მოვაყაროთ ფერადი წიწაკები.
დავტოვოთ ასე ერთი 2-3 საათი. ან შეგვიძლია მოვამზადოთ ზეთსხილი წინა დღესაც და მთელი ღამით დავტოვოთ მარინადშიაპ.
გემრიელად მიირთვით!