ძაძიკი -ბერძნული იოგურტის სოუსი
ძაძიკი, ან ცაციკი- ბერძნული ცივი სოუსია, დიფი,რომელსაც ბერძნული იოგრტის, კიტრის და ნივრისგან ამადებენ. ასევე, ხშირად მას პიტნას, კამას და ლიმონს უმატებენ.
ეს სოუსი ასევე ძელიან პოპულარულია თურქეთში, კვიპროსზე, ბულგარეთში, მაკედონიაში და სხვ.
ძაძიკი ძალიან უხდება ხორცსაც, ბოსტნეულსაც და უბრალოდ პურზე წასმულიც არაჩვეულებრივია.
ჩვენ დღეს მოვამზადებთ ვარიანტს, რომელიც კვიპროსში მეტადაა გავრცელბული, ლიმონით და პიტნით.
დაგვჭირდება:
400 გ ბერძნული იოგურტი ან მაწონი
1 კიტრი
2-3 ღერი კამა
2-3 ღერი პიტნა
ნახევარი ლიმონის წვენი
2-3 კბილი ნიორი
1 ს.კ. ზეითუნის ზეთი
1 ს.კ. მარილი
შავი წიწაკა
მაწონი გავწუროთ.
კიტრი გავთალოთ და გავხეხოთ მსხვილ სახეხზე. დავუმატოთ მარილი და დავტოვოთ ასე ერთი 15-20 წუთი. შემდეგ გადავწუროთ, დავუმატოთ მაწონს. იქვე დავამატოთ წვრილად დაჭრილი მწვანილი, ლიმონის წვენი, დაჭყლეტილი ნიორი და შავი წიწაკა. კარგად მოვურიოთ და შევდოთ ერთი საათით მაინც მაცივარში.
ამის შემდეგ, მოვასხათ ძაძიკის ზევიდან ცოტაოდენი ზეითუნის ზეთი და სოუსი მზადაა.
გემრიელად მიირთვსოით!