აღმსავლური პური- პიტა
დიდი ხანია საფუარის ცომთან ურთიერთობა არ გვქონია, თან იმდენი საინტერესო აღმოსავლური კერძი მოვამზადეთ, რომ აუცილებლად უნდა ვცადოთ პიტა-პურის გამოცხბაც. თან პიტას ცხბის პროცესი ნამდვილ ჯადორქობას ჰგავს.
პიტა-პური ძველ აღთქმაშც კი არის მოხსენებულია, ასე რომ მის სიძველეზე თავად იმსჯელეთ.
ის ახლოა აღმოსავლეთის და მელთაშუა ზღვის ქვეყნების მაცხოვრებლების საყვარელი პურია. მომცრო, დაახლოებით 12-15 სმ დიამეტრის მრგვალ, თხელ პურებს იქაურებვი ათასგვარი შიგთავსით ავსებენ და მიირთმევენ.
დაგვჭირდება:
1 კგ ფქვილი
1 ს.კ. მარილი
1 ს.კ. შაქარი
1,5 ს.კ. მშრალი საფუარი
4 ს.კ. ზეითუნის ზეთი
600 მლ ნელ-თბილი წყალი
ფქვილი გავცრათ მოზრდილ ჯამში, დავუმატოთ მარილი, შექარი და საფუარი და კარგად მოვურიოთ. შემდეგ დავუმატოთ წყალი და მვზილოთ ცომი. თუ თქვენ გაქვთ სტაციონარული მიქსერი და ამ პროცედურას მიქსერით შეასრულებთ, ბევრად გაიმარტივებთ საქმეს. ამ შემთხვევაშ, მთელი პროცედურა მიქსერის ყველაზე დაბალ სიჩქარეზე უნდა მოხდეს. თუ არადა, ხელით ვზილოთ, დაახლოებით 15-20 წუთი. შემდეგ დავამატოთ ზეითუნის ზეთი და კიდე ეღტი 10 წუთი ვზილოთ ცომი.
ამის შემდეგ, გადავაფაროთ ჯამს ცელოფანი და დავტოვოთ ამოსაფუებლად 2 საათით.
ამასობაში, ცომი ორჯერ მაინც გაიზრდება ზომაში. ჩვენ კარგად ჩავზილოთ ცომი და კიდე ერთი 30-40 წუთით დავტოვოთ.
შემდეგ ცომი გადმოვიტანოთ დაფაზე, ჩავზილოთ კიდე ერთხელ და გავყოთ 4 თანაბარ ნაწილად. თითოეული კიდე 4 ნაწილად გავყოთ. დავაგორგოლოთ, გარავაფაროთ ჩაისტილო და კიდე ერთი 10-15 წუთი დავასვენოთ ცომი.
დასვენებული ცომი გავაბრტყელოთ დაახლოებით 15 სმ დიამეტრის რგოლებად. დავალაგოთ ისინი საცხობ სინზე და 220 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში შევდოთ გამოსაცხობათ.
ამ დროს იწყება ჯადოქრობა. 1-2 წუთში პურები ჩვენ თავსლწინ იწყებენ ამოსვლას და გაფუებას. ეს სწრაფად მოხდება, პიტა დაახლოებით 5-6 წუთში მზად იქნება.
არ უნდა დაველოდოთ მის გაოქროსფერებას, პიტა მზადაა, როგორც კი ის ამოფუმფულდება.
გამომცხვარ პიტებს გადავაფართ ჩაისტილო და დავასვენოთ ერთი 10 წუთი.
გემრიელად მიირთვით!