ტკბილი წითელი წიწაკის ჰუმუსი
კიდე ერთი საინტერესო ჰუმუსის რეცეპტი- ამ ჯერად წამყვან პროდუქტად წითელ ბულგარულ წიწაკას გამოვიყენებთ. ძალიან არომატული და გემრიელი დიფი გამოგვივა.
დაგვჭრდება:
250 გ ნუტი (ან, სიმარტივისთვის, 1 ქილა კონსერვირებული ნუტი)
2-3 წითელი ბულგარული წიწაკა
1პატარა ცხარე წითელი წიწაკა (სურვილისამებრ)
2 კბილი ნიორი
2 ლიმონი
0,5 ჩ.კ. პაპრიკა
2 ს.კ. ტაჰინი
3 ს.კ. ზეითუნის ზეთი
მარილი
პირველ რიგში, რაც შეეხება ნუტს- რა თქმა უნდა, კონსერვირებულ ნუტს თუ შეიძლენთ, გაცილებით გაგიმარტივებთ საქმეს: არც ჩალბობა და არც მოხარშვა არ დასჭრდება, მაგრამ ამ შემთხვევაში აუცილებლად კარგ ბერნდს მიეცით უპირატესაობა, რადგან კონსერვირებულ ნუტს მაინც სხვა გემო აქვს. ხოლო თუ დრო გვაქვს და არ გვეზარება, წინა დღეს ჩავალბოთ ნუტი წყალში მთელი ღამით, მეორე დღეს კი მეორე დღეს კარგად გავრეცხოთ, დავასხათ ბლომათ წყალი და ვხარშოთ მინუმუმ 2 საათი.
ამის შემდეგ, გავავლოთ ნუტს ცივი წყალი, ხელით დავსრისოთ მარცვლები ისე, რომ მოშორდს ფუჩეჩი და შევუიროთ გამდინარე წყალს. მძიმე ნუტი ჩაიძირება, ხოლო ფუჩეჩი გაყვება გამდინარ წყალს.
წიწაკები გამოვაცხოთ 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელშ ერთი 20 წუთი.
ტაჰინის პასტა ავთქვიფოთ მარილთან, ლიმონის წვენთან, ნიორთან და პაპრიკასთან ერთად.
ნუტს დავამატოთ ზეითუნის ზეთი და დავაბლენდეროთ წიწაკებთან ერთად. კარგად დაბლენდერებულ მასას შევურიოთ ტაჰინი. კარგად მოვურიოთ და შევდოთ მაცივარში. ერთი-ორი საათის შემდეგ ჰუმუი მზადაა.
გემრიელად მიირთვით!