ტაბულე- ლიბანური სალათი
ტაბულე- ლიბანური სალათი, რომელიც აღმოსავლურ ქვეყნებში ძალიან პოპულარულია. ამ სალათის ძირითადი ინგრედიენტი- ბულგურია, თუმცა, კუსკუსითაც ამზადებენ.
მისი მონათესავე სალათი ფატუშისგან განსხვავებით, ტაბულეს მოსამზადებლად ბოსტნეული წვრილად იჭრება, აუცილებლად ემატება ოხრახუში, ასევე პომიდორი, პიტნა, მწვანე ხახვი და სხვ.
დაგვჭრდება:
1 ჭიქა ბულგური
1 ლიმონი
1 კიტრი
2 პომიდორი
1 კონა ოხრახუში
1 პატარა კონა პიტნა
3-4 ღერი მწვანე ხახვი
4-5 ს.კ ზეითუნის ზეთი
მარილი
ბულგურს დავასხათ ჭქანახევარი წყალი, დავაფაროთ თავსახური და მოვხარშოთ. წყალი სრულად რომ დაშრება, ბულგური მზადაა.
კიტრი და პომიდორი დავჭრად წვრილ კუბებად, ასევე წვრილად დავჭრათ ოხრახუში, მწვანე ხახვი და პიტნის ფოთლები, რეროებს არ ვიყენებთ.
მოხარშული ბულგური შევაგრილოთ, დავამატოთ მარილი, ლიმონის წვენი და ზეთი, კარგად მოვურიოთ, შემდეგ შევურიოთ ბოსტნეული და მწვანილი, კიდე ერთხელ ამოვურიოთ.
ამ სალათს თბილსაც მიირთმევენ და გრილსაც, ის ასევე არჩვეულებრივი გარნირია ხორცის კერძებთან.
გემრიელად მიირთვით!