ბულგურის და ოსპის სუპი Ezo gelin çorbası
წვნიანების სეზონიც მოსულა. დღეს ისევ თურქული სამზარეულოს ირგვლივ ვიტრიალებთ და ძალიან გემრიელ და ნოყიერ სუპს მოვამზადებთ.
ამ სუპს თურქეთში ერთი სევდიანი პატარძლის-ეზოს სუპს უწოდებენ. ამბობენ, გოგონა უსიყვარულოდ გაათხოვეს ხვა ქვეყანაშიო და მან სამშობლოს მოსაგონად ეს სუპი მოამაზადა. ჩვენც ვცადოთ პატარძალი ეზოს სუპის მომზადება.
დაგვჭირდება:
1 ჭიქა წითელი ოსპი
2-3 ს.კ. ბულგური
1-2 ს.კ. ბრინჯი
2 თავი ხახვი
50 გ კარაქი
3 ს.კ. ფქვილი
2 ს.კ. ტომატ-პასტა
2-2,5 ლიტრა წყალი
1 ჩ.კ. ხმელი პიტნა
მარილი
დანის წვერზე- წითელი წიწაკა
ლიმონი
წვრილად დაჭრილი ხახვი მოვთუშოთ ნახევარ ულუფა კარაქში, შემდეგ დავუმატოთ ოსპი, ბრინჯი და ბულგური. კარგად მოვურიოთ და ოდნავ მოვთუშოთ, ცხიმი რომ შეიწოვოს. შემდეგ დავუმატოთ წყალი, მარილი და მოვხარშოთ საშუალო ცეცხლზე.
ოსპი, ბრინჯი და ბულგური კარგად რომ ჩაიხარშება, ცალკე ტაფაზე ოდნავ მოვხალოთ ფქვილი, დავუმატოთ დანარჩენი კარაქი და მოვურიოთ.შემდეგ დავასხათ ერთი სავსე ჭიქა მდუღარე სუპი, კარგად მოვურიოთ და დავაბრუნოთ ეს მასა ქვაბში. წამოვადუღოთ და ცოტა ხანი ვხარშოთ, თან სულ ვურიოთ. დავუმატოთ პიტნა და წითელი წიწაკა, მოვურიოთ და გამოვრთოთ ქურა.
მირთმევის წინ დავუმატოთ ლიმონის წვენი.
გემრიელად მიირთვით!