top of page

თურქული ტკბილი ფლავი ბულგურით (Bulgur Pilavı)


თურქეთში მოგზაურობიდან ახლი ჩამოსული რომ ვიყავი, სტუმრები მოვიწვიე და სხვა დესერტებთან ერთად ეს ბულგურის ტკბილი ფლავიც მოვამზადე. მაშინვე სუფრის ფავორიტად იქცა. ნამდვილად ძალიან არომატული და გემრიელია, ჰოდა გიზიარებთ რეცეპტს.

დაგვჭირდება:

300 გ ბულგური

100-150 გ ნიგოზი

50-100 გ კარაქი

50 გ შაქარი

1 ჩ.კ. მარილი

100 გ ქიშმიში

10-10 ცალი კურაგა და შავი ქლიავის ჩირი

50 გ ალუბლის ჩირი

50 გ ფორთოხლის და ლიმონის ცუკატები

ნახევარი ლიმონის ცედრა

50 მლ კონიაკი ან რომი

დანის წვერზე- მიხაკი

ვანილი

ჩირები და ცუკატები კარგად გავრეცხოთ და ჩავალბოთ კონიაკში.

ნიგოზი მსხვილად დავრათ და ოდნავ მოვხალოთ.

ბულგურს დავასხათ 2 ჭიქა წყალი, დავამატოთ მარილი და მოვხარშოთ. წყალი სრულად უნდა დაშრეს.

კარაქი გავადნოთ სქელძირიან ტაფაზე და მოვთუშოთ ჩვემი ჩირები . დავამატოთ ნიგოზი, ვანილი, მიხაკი და კარგად ამოვურიოთ.

მოხარშულ ბულგურს ფენა-ფენა მოვაყაროთ შაქარი და ჩირები, ერთხელ კარგად ამოვურიოთ და შევფუთოთ. ერთი 20-30 წუთში ჩვენი ფლავი მზადაა.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page