მენემენი- თურქული ომლეტი
მენემენი-თურქული ომლეტი ბოსტნეულით მოღუშულ შემოდგომის დილასაც კი დაგიმშვენებთ. მარტივი მოსამზადებელია და ძალიან გემრიელი. თან აუცილებელი არაა საუზმეზე მიირთვათ. როცა ცოტა დრო გაქვთ, ლანჩზეც და ვახშამზეც მშვენიერი გამოსავალია.
დაგვჭირდება:
2 საშუალო პომიდორი
1 ბულგარული წიწაკა
1 თავი ხახვი
2 კბილი ნიორი
2 კვერცხი
40 გ რომელიმე ყველი თქვენი გემოვნებით (ჰოლანდიური ყველი თუ არ გაქვსთ მაცივარშ, სულგინიც მშვენიერი იქნება)
მარილი
შავი წიწაკა
კარაქი ან ზეთი
ბოსტნეული დავჭრათ საშალო ნაჭრებად. ტაფა გავახუროთ და ზეთში ან კარაქში (მე კარაქი მიყვარს, მაგრამ შეგიძლიათ ზეთიც გამოიყენოთ) მოვთუშოთ ჯერ ხახვი, შემდეგ დავუმატოთ ბულგარული და ნიორი. ერთ 5 წუთში დავუმატოთ დაჭრილი პომიდორი, კარგად მოვურიოთ, დავუმატოთ მარილი და წიწაკა და ცოტა მოვთუშოთ.
პომიდორი რომ დარბილდება, ავთქვიფოთ კვერცხი და ისიც დავუმატოთ ჩვენ ომლეტს. კარგად მოვურიოთ, ერთი-ორი წუთი ვაცადოთ და გამოვრთოთ ქურა. ზევიდან მოვაყაროთ გახეხილი ყველი და ჩვენი ომლეტი მზადაა.
განსაკუთრებით გემრიელი იქნება ახალ,ფუმფულა პურს თუ მიაყოლებთ,
გემრიელად მიირთვით!