top of page

ფორთოხლის მურაბა თურქულად


დღეს ვასრულებთ თურქულ კვირეულს და ორ საოცარ, პირის ჩასატკბარუნებელ რეცეპტს შემოგთავაზებთ.

მურაბების და ჯემების მოყვარულებმა ერთხელ მაინც უნდა მოამზადეთ ეს არაჩვეულებრივი მურაბა-ჯემი, რომელიც ისეთი გემრიელია და იმდენად კარგი კონსისტენცია აქვს, რომ ნამცხვრებში და დესერტებშიც გმოგდგებათ და ისედაც, გრძელ ზამთრის საღამოებს ხასხასა გემოებით და ფერებით აგივსებთ.

დაგვჭრდება:

2 კგ ფორთოხალი (უმჯობესია, სქელკანიანი იყოს)

2 კგ შაქარი

1 ლიმონი

ფორთოხალი და ლიმონი კარგად გავრეცხოთ, შემდეგ გავფცქვნათ და კანები წვრილად დავჭრათ.

ავადუღოთ წყალი და ჩავყაროთ მდუღარეში დაჭრილი კანები. ვადუღოთ ერთი 5 წუთი, შემდეგ კი გადავასხათ წყალი, გავავლოთ კანებს ცივი წყალი და გავიმეოროთ ეს პროცედურა კიდე ერთხელ. ამას ვაკეთებთ იმისთვის, რომ ციტრუსის კანებს სიმწარე გაუვიდეს.

დარჩენილი ფორთოხლის მასა დავაბლენდეროთ, შემდეგ დავუმატოთ კანებს და დავაყაროთ შაქარი. ვხარშოთ დაბალ ცეცხლზე დახლოებით 40 წუთი. შემდეგ დავუმატოთ ლიმონის წვენი და ვადუღოთ კიდე ერთი 10-15 წუთი. გავანაწილოთ ჩვენი მურაბა-ჯემი ქილებშ და მოვხუფოთ.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page