ისპანახის კრემ-სუპი
დღეს მოვამზადე ისპანახის წვნიანი ( რამოდენიმე დღის წინ ჩემი მეგობრის დაბადების დღეზე ვისწავლე,ოღონდ გთავაზობთ ჩემი ინტერპრეტაციით ) საოცრად ადვილი მოსამზადებელია და ძალიან სასარგებლო. დაგვჭირდება: 500 გრ ისპანახი 2 მოზრდილი კარტოფილი 2 ხახვი 1 სტაფილო 1 კონა ოხრახუში პიტნა გემოვნებით 2 ს/კ პურის ფქვილი 2 კარტოფილი დავჭრათ მსხვილ ნაჭრებად,დავასხათ წყალი რომ ფარავდეს და დავდგათ მოსახარშად. ცალკე ტაფაზე დავყაროთ მსხვილად დაჭრილი ხახვი და სტაფილო და მოვხრაკოთ კარაქში ოდნავ. ( მსხვილად იმიტომ არის ყველაფერი, რომ ბოლოს მაინც უნდა დავაბლენდეროთ) კარტოფილი რომ მოიხარშება, ჩავყაროთ გარეცხილი ისპანახი ხელით დაფლეთილი იმავე ქვაბში და ოდნავ მოვწალოთ. ცალკე პატარა ფიალაში გავხსნათ 2 ს/კ ფქვილი და ცოტა წყალი ისე რომ კოშტები არ ჰქონდეს.
და ბოლოს დავაბლენდეროთ ყველაფერი ერთად ისპანახი თავის კარტოფილიანად, ხახვი სტაფილოიანად, ფქვილი წყალში გახსნილი და ბლენდერშივე ვამატებთ დაჭრილ ოხრახუშს და პიტნას ცოცხლად, შეგიძლიათ 1 კბილი ნიორიც ჩააჭყლიტოთ. შემდეგ ამ მთლიან მასას ვანელებთ გემოვნებით მარილით და წითელი წიწაკით. მე გავაკეთე სამარხო ვარიანტი, მაგრამ შესაძლებელია ბოლოს ნაღების დამატებაც და ძალიან უხდება. უხდება ორცხობილები ძალიან.