მარილში გამომცხვარი თევზი
დაგვჭირდება: 1 კალმახი (გამოდგება ნებისმიერი დიდი თევზი, სადღაც 2 კილომდე მაინც ) 3 შეკვრა მსხვილი მარილი 2 ლიმონი ან ლაიმი 1 ფორთოხალი 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი მწვანილი თქვენი გემოვნებით. გასუფთავებული თევზი გამოტენეთ დაჭრილი ლიმნით და ფორთოხლით. სურვილისამებრ, მწვანილითაც. მარილი ჩაყარეთ ჟამში, დაუმატეთ წყალი ისე, რომ ფაფისებრი მასა გამოვიდეს. ამ მასით დაფარეთ თევზი ყველა მხრიდან და შედეთ ღუმელში 200 გრადუსზე დაახლოებით 40-45 წუთით. გამოიღეთ და გააცალეთ გამაგრებული მარილის ქერქი. მოაშორეთ თევზს შიგთავსი,დააწურეთ ლიმონი და მოასხით რამოდენიმე წვეთი ზეითუნის ზეთი. შემოუწყეთ მოთუშული კარტოფული ან სხვა გარნირი თქვენი გემოვნებით.